პრემიერი: როდესაც ვთქვით უარი მეორე ფრონტის გახსნაზე, იქიდან ჩაერთო ზღვარგადასული კრიტიკა საქართველოს წინააღმდეგ, არაფორმალური ძალები უზრუნველყოფდნენ ევრო ბიუროკრატიის ჩართვას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საქმიანობაში

„ევროპული ბიუროკრატია გამოიყენებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად. როდესაც ჩვენ ვთქვით უარი მეორე ფრონტის გახსნაზე, იქიდან ჩაერთო ეს ზღვარგადასული კრიტიკა საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, მას შემდეგ 6 რეზოლუცია მიიღეს, ევროკავშირის ელჩი პირდაპირ გამოვიდა და საარჩევნო პროცესებში ჩაერია, პირდაპირ მოუწოდა ხალხს, ამომრჩეველს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

„პირდაპირი განცხადებები გააკეთა მაშინ ევროკავშირის ელჩმა და ბევრ სხვა მაგალითსაც გაგახსენებთ. ეს არის პირდაპირ უხეში ჩარევა ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში, საქართველოს შიდა საქმეებში. ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, ეს იყო კამპანიის ნაწილი. ეს კამპანია დაიწყო არსებითად 2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვთქვით უარი მეორე ფრონტის გახსნაზე.

არაფორმალური ძალები პირდაპირ უზრუნველყოფდნენ ევროპული ბიუროკრატიის ჩართვას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საქმიანობაში. ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც ევროპული ბიუროკრატია დღემდე ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. სხვა ახსნა რა აქვს, 8 ქვეყანას უნდა იწვევდე და აქედან 7-ს იწვევ და საქართველოს - არა, ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათი მტკიცებით, ამ 8 ქვეყნიდან საქართველო იყო ყველაზე არაპროდასავლური და ყველაზე არადემოკრატიული. აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელია ეს მიდგომა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765365783

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ძალიან კარგია, რომ ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დემოკრატიის ლექციები ჩაუტარა ევრობიუროკრატებს, ისევე, როგორც ბატონმა ჯეი დი ვენსმა წლის დასაწყისში

„ძალიან კარგია, რომ ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დემოკრატიის ლექციები ჩაუტარა ევრობიუროკრატებს, ისევე, როგორც ბატონმა ჯეი დი ვენსმა წლის დასაწყისში“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდ...

ლევან მაჭავარიანი

1765365716

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა, ის ფაქტი, რომ ჩვენ ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას, ყველაფერზე მეტყველებს

„ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. პრემიერის თქმი...

ირაკლი კობახიძე

1765365362

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გვაქვს გეგმა, რომ კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმის ფასად, რომ ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების აშენება, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას

„გვაქვს გეგმა, რომ კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმის ფასად, რომ ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების აშენება, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას“, - განაცხადა საქართველოს პრემ...

ირაკლი კობახიძე

1765364328

საზოგადოება

პრემიერი გალში საბაჟოს მშენებლობაზე: წინა ხელისუფლების პირობების დროს იყო შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი გაჩერებულია

წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და მაშინ იყო შეთანხმება,...

ირაკლი კობახიძე

1765360410

მსოფლიო

BBC-მ აღიარა, რომ საკუთარი ტელემაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, როცა გამოაცხადა, რომ ტრამპმა მომხრეებს მოუწოდა მის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსს სახეში ესროლონ

ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, BBC-მ აღიარა, რომ საკუთარი ტელემაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, როცა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხრეებს მოუწოდა მის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკ...

BBCBBC