ლევან მაჭავარიანი: ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა სტრასბურგში მორიგი ჩვენი გამარჯვება. საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ ეს არ არის პირველი დავა, რომელიც საქართველომ მოიგო

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა სტრასბურგში მორიგი ჩვენი გამარჯვება. აბსოლუტურად თავისუფლად შეგვიძლია ასე დავარქვათ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ ეს არ არის პირველი დავა, რომელიც საქართველომ მოიგო.
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა სტრასბურგში მორიგი ჩვენი გამარჯვება. აბსოლუტურად თავისუფლად შეგვიძლია ასე დავარქვათ. მე შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ პირველი დავა არ არის, რომელიც საქართველომ მოიგო. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოვიგეთ სასამართლო პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში მანამდე, სადაც ერთი მხრივ ჩვენ გადავუზღვიეთ ის ბრალდება, რომელზედაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი ჰქონდა მოწერილი. ყველას კარგად ახსოვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სადაც ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა და დაწყება. ჩვენ ჰააგის სასამართლო პროცესის მოგების შედეგად, ეს ბრალდება მოვუხსენით ჩვენს გმირ სამხედროებს. ამის შემდეგ ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო, სადაც რუსეთს დაერქვა ოკუპანტი. ოფიციალურად გაფორმდა ასე. ეს პროცესიც ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც საუბარია განგრძობით ოკუპაციაზე, თანმხლებ მოვლენებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ძალიან მადლიერები ვართ ამ ობიექტური განაჩენისთვის, რაც სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ რუსეთს დააკისრა ძალიან მსხვილი თანხის გადახდა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
1760457419
საზოგადოებაელინა ვალტონენი: ფინეთს ძალიან გაუხარდება, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება კრიტერიუმების საფუძველზე, ქვეყანა იმსახურებს ინკლუზიურ პროცესს გადაწყვეტილების მიღების პროცესში
ნებისმიერ რეფორმას, რომელიც წევრობისთვის არის საჭირო და კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვებათ, აღვიქვამთ, როგორც დიდ ფასეულობას ევროკავშირის წევრობისკენ. პროცესი წევრობით თუ არ დასრულდება, რა თქმა უნდა, ეს ქვ...
1760457319
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს: თქვენ მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს და პირადად ნახავთ, რამდენად ხილულია ის საფრთხეები, რაზედაც საქართველოს ხელისუფლება საუბრობს
არსებულ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, საქართველოსთვის ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეუთო-ს თავმჯდომარეობის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუ...
1760456369
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ეუთოს ფარგლებში
ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური, ეუთოს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნ...
1760454111
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ნაკრებს თურქეთში შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთშია. ის საქართველოს ნაკრების თამაშს შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს. პრეზიდენტს სტამბოლის აეროპორტში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის...
1760451687
საზოგადოებამარიამ ლაშხი: მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში
მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ...