ლევან მაჭავარიანი ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტზე: ძალიან მოხარულები ვართ. მაღალი დონის შეხვედრები იქნება

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკაში“ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება. მან აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მოხარულებია ეუთოსთან თანამშრომლობით.

„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ. მაღალი დონის შეხვედრები იქნება. ყოველთვის მოხარულები ვიქნებით ეუთოსთან თანამშრომლობით. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისგან, არის ის, რომ თუ რაღაც კრიტიკა იქნება „ქართული ოცნების“ მისამართით, მინიმუმ რაღაც არგუმენტებზე მაინც იყოს დაფუძნებული და არა აღქმებზე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სამხრეთ კავკასიას ეწვევა. საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მას მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები 13 - 15 ოქტომბრის პერიოდში აქვს დაგეგმილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760457419

საზოგადოება

ელინა ვალტონენი: ფინეთს ძალიან გაუხარდება, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება კრიტერიუმების საფუძველზე, ქვეყანა იმსახურებს ინკლუზიურ პროცესს გადაწყვეტილების მიღების პროცესში

ნებისმიერ რეფორმას, რომელიც წევრობისთვის არის საჭირო და კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვებათ, აღვიქვამთ, როგორც დიდ ფასეულობას ევროკავშირის წევრობისკენ. პროცესი წევრობით თუ არ დასრულდება, რა თქმა უნდა, ეს ქვ...

ელინა ვალტონენი

1760457319

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს: თქვენ მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს და პირადად ნახავთ, რამდენად ხილულია ის საფრთხეები, რაზედაც საქართველოს ხელისუფლება საუბრობს

არსებულ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, საქართველოსთვის ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეუთო-ს თავმჯდომარეობის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუ...

მაკა ბოჭორიშვილი

1760456369

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ეუთოს ფარგლებში

ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური, ეუთოს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნ...

მაკა ბოჭორიშვილი

1760454111

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ნაკრებს თურქეთში შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთშია. ის საქართველოს ნაკრების თამაშს შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს. პრეზიდენტს სტამბოლის აეროპორტში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის...

მიხეილ ყაველაშვილი

1760451687

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში

მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ...

მარიამ ლაშხი