ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს
„მე ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს“, - ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ საუბრისას განაცხადა.
როგორც რაქვიაშვილმა განმარტა, გასაგებია, რომ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები შესაძლოა მხარს უჭერდნენ ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც „ქართული ოცნების“ შეცვლა სურთ, მაგრამ, მისივე თქმით, შეუძლებელია ვერ დაინახო ის, რომ რასაც გვარამია აკეთებდა, მხოლოდ მმართველ პარტიას აწყობდა.
„ერთი მხრივ, მჯერა, რომ ბევრ ევროპელ და ამერიკელ დიპლომატს არ მოსწონს „ქართული ოცნება“, მაგრამ არ მგონია, რომ მაინცდამაინც პირდაპირ ხელისუფლების ცვლილებას აკეთებდნენ. თუმცა, გასაგებია, რომ უჭერდნენ იმ პოლიტიკურ პარტიებს მხარს, რომლებიც ასეთ მიზანს ისახავენ. მაგრამ მე ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს. შეიძლება ადამიანი მოატყუო - ამერიკაშიც ატყუებენ ამომრჩეველს და ყველგან - ასეთია პრაქტიკა, ასე ვთქვათ, მაგრამ, ავიღოთ ამერიკელები: როცა შენ არც ფულის ნაკლებობა გაქვს, არც დაზვერვის ნაკლებობა, არც - კონტაქტების და ა.შ., ვერ დაინახო, რასაც გვარამია აკეთებდა, მარტო „ქართულ ოცნებას“ აწყობდა, იმიტომ, რომ ნებისმიერი პოლიტტექნოლოგი გეტყვის, რომ თუ გინდა დაამარცხო მმართველი გუნდი, რომელსაც უმრავლესობა აქვს, მას ხმები უნდა წაართვა - ართმევდა გვარამია „ქართულ ოცნებას“ ხმას?“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
1791868481
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე: ასეთი უტიფარი განცხადებები ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ღირებულებებს და რეპუტაციას
„უტიფარი განცხადებები, რომელიც ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ღირებულებებს და რეპუტაციას“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ლუქსემბურგში გაკეთებულ განცხადებებს. ირაკლი კირცხალიამ ყუ...
1791867385
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ოქტომბერს საქართველოში
13 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც უნალექო ამ...
1791838614
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: „ნამოხვანჰესის“ მაგალითი არის იმის სახელმძღვანელო, თუ როგორ დააზიანეს NGO-ებმა ქვეყანა
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ არასამთავრობო სექტორის საქმიანობასა და უცხოურ დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით უცხოელების მ...
1791837689
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 2021-ში ცხადი იყო, რომ ომი იწყებოდა უკრაინაში და როცა ომი დაიწყებოდა, უნდოდათ, საქართველოში დახვედროდათ ლოიალური ხელისუფლება, რომელიც შეასრულებდა ყველა მითითებას, რაც ამ ომთან დაკავშირებით წამოვიდოდა
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ 2022 წლის მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წელს ნათელი გახდა უკრაინის ომთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკური მიზნები,...
1791836190
ახალი ამბებისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანოების, ICOMOS-ისა და ICCROM-ის ექსპერტთა დელეგაცია მიიღო
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში UNESCO-სა და მისი...



























