მაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი არის მკაფიო დასტური, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხი არის ორგანიზაციის დღის წესრიგში
ეუთოს თავმჯდომარის რანგში დღეს საქართველოს სტუმრობს შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგნაციო კასისი. მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით, გვესაუბრა ეუთოს დღის წესრიგზე, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს თავმჯდომარესთან იგნაციო კასისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, მიუხედავად ხშირი კომუნიკაციისა, ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოსთვის, როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფოსთვის.
ამასთან, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, იგნაციო კასისთან შეხვედრისას ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, საქართველოს გამოწვევებსა და ორგანიზაციის როლზე.
„ეუთოს თავმჯდომარის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის მკაფიო დასტური, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხი არის ეუთოს ორგანიზაციის დღის წესრიგში. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შვეიცარია, თავის მხრივ, არის საქართველოსთვის განსაკუთრებული პარტნიორი. ეუთოს თავმჯდომარეობის გარდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შვეიცარია, უკვე მრავალი წელია, ასრულებს შუამავლის როლს. შესაბამისად, ამ ორი მოვალეობის თანხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და შვეიცარიაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარტნიორია.
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგებიდან გამომდინარე, კვლავ აქტუალურია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიება და ყველა შესაძლო ინსტრუმენტის გამოყენება. ეუთო გახლავთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი საქართველოსთვის რჩება ერთადერთ ჩარჩოდ, რომელიც დიალოგის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხზე, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციასა და მის მძიმე შედეგებზე. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელება და მასში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იგნაციო კასისს დღეს ექნება შესაძლებლობა, ეწვიოს საოკუპაციო ხაზს და თავად გაეცნოს, ნახოს უსაფრთხოების ყოველდღიური გამოწვევები.
„საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას, ხოლო, მეორე მხრივ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში ნდობის აღდგენას და შერიგებას. ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით კიდევ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება. საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა და საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება არის ერთადერთი გზა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად, სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს საქართველო ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას და დინამიკურ ეკონომიკურ განვითარებას, რეგიონში მნიშვნელოვანი როლისა და ფუნქციის განხორციელებას“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ეუთოს ფარგლებში მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური განზომილება, რომელშიც დაკავშირებადობას უჭირავს განსაკუთრებული ადგილი და საქართველოს როლი ამ თვალსაზრისით ასევე აღსანიშნავია.
„ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ეკონომიკური განზომილების, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის მზარდ შესაძლებლობებზე. ჩვენ ასევე შევეხეთ ეუთოს ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობას და გამოწვევებს, რომელიც თან ახლავს ხშირად ორგანიზაციის ინსტრუმენტალიზაციის მცდელობებს. საქართველო არის ეუთოს კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი მონაწილე სახელმწიფო, რომელიც ერთგულია ორგანიზაციის პრინციპების და პატივს სცემს ამ ორგანიზაციას, მის ინსტიტუტებს. დღეს სრულად ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რაც თან ახლავს მრავალმხრივი დიპლომატიის განხორციელებას. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობით ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ პრინციპებისა და ნორმების დაცვაში, რაც საფუძვლად უდევს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას.
კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით ეუთოს თავმჯდომარის რანგში საქართველოში განხორციელებული ვიზიტისთვის. მინდა, გისურვოთ, წარმატებით დაასრულოთ თქვენი თავმჯდომარეობა ეუთოს თავმჯდომარის რანგში, რაც ნამდვილად არ ასრულებს ჩვენს ურთიერთობას შვეიცარიასთან, როგორც ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან. აქვე აღვნიშნავ იმ არაჩვეულებრივ დინამიკას და ურთიერთობებს, რაც არსებობს ორმხრივ ჩარჩოში, ორმხრივ კონტექსტში ჩვენს ქვეყნებს შორის. მხოლოდ მოხარული ვიქნებით და მზად ვართ, რათა კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავებაში. დიდი მადლობა საქართველოში ვიზიტისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1792139276
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება
რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბუნების დაცვის სფეროში აღებული ვალდებულებების პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ...
1792139205
საზოგადოებაპრემიერი: საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების რეგიონში მდებარეობს, საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს
„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკითხებზე ერევანში გამართულ ლიდერთა სამიტში. მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და სომხეთის მთავრობას სა...
1792139087
საზოგადოებაპრემიერი: საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს, რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ, შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს
საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრე...
1792136823
საზოგადოებასაპატრიარქო: სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება
„სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს....
1792135570
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართ
იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც ჩვენ დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართ. ამიტომ ამ საკითხზეც გვქონდა საუბარი, - განაცხადა საგა...



























