კახა კალაძე კორუფციის შესახებ ბრალდებებზე: პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს
ჩემი მთავარი პასუხი კორუფციაზე მხოლოდ სიტყვები კი არა, კონკრეტული განხორციელებული პროექტებია, ჩვენი საქმე და შედეგებია, რასაც თბილისელები ყოველდღიურად ხედავენ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“ - ის ეთერში გადაცემა „დებატებში“.
მან ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ წლებია კონკრეტული ოპოზიციური პარტიები საუბრობენ მუნიციპალიტეტში შესაძლო კორუფციაზე, თუმცა ამ დრომდე, ამის არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.
„ზოგადად, ყველაზე მარტივი პოლიტიკა ბრალდებების გაჟღერებაა. არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად აჟღერებენ მსგავსი ტიპის განცხადებებს. 9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს. ჩემთვის მთავარი პასუხია არა სიტყვები, არამედ კონკრეტული განხორციელებული პროექტები, ის საქმე და შედეგებია, რასაც თბილისელები ყოველდღიურად ხედავენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად ცილისწამებისა, დედაქალაქის მერია წლებია რჩება ქვეყანაში ერთ-ერთ უწყებად, რომელიც გამჭირვალედ მუშაობს.
„სანამ დედაქალაქის მერი გავხდებოდი, მანამდეც იყო მსგავსი ტიპის შემოტევები, მანამდეც საუბრობდნენ სხვადასხვა მოგონილ საკითხებზე, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1780336102
საზოგადოებადავით მათიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: ბურთი არის აშშ-ს მოედანზე, ჩვენ ველოდებით ამ სიტყვების რეალურ ცხოვრებაში გადაზრდას
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ის ნაწილი შეაფასა, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენა...
1780335635
საზოგადოებავოლსკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: მესიჯები არის საკმაოდ თვალსაჩინო - ჩვენთვის მისასალმებელია ურთიერთობის იმ ნორმებში დაბრუნება, რასაც სტრატეგიული ურთიერთობა ჰქვია
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ის ნაწილი შეაფასა, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენას უკავშირდება. ვოლსკი აღნიშნავს, რომ...
1780333393
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგში ხაზგასმულია ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები
ჩენდლერის ინსტიტუტის „კარგი მთავრობის ინდექსი 2026“- ში საქართველომ გლობალურად, 133 ქვეყანას შორის 43-ე ადგილი დაიკავა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე ა...
1780331411
საზოგადოებაანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდზე ხანძრის შედეგად დაზიანებული მონაკვეთი აღდგა
ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძრის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა ხიდის დაზიანებული ხის საფარი დ...
1780328687
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ფოკაში ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ფოკაში ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორის - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო....



























