ლევან მახაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ აჩვენა ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტი, ეს არის ის, რომ სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„პასუხისმგებლობის თვალსაზრისითაც არის იმგვარი სიმძიმის დანაშაული, რომ მას შეიძლება, ასევე, მოჰყვეს პატიმრობა. სტრასბურგის სასამართლომ აჩვენა ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტი. ეს არის ის, რომ სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სლოვენიის სასამართლოს გადაწყვეტილება განიხილა. ლუბლიანის საოლქო სასამართლომ მოსარჩელე დამნაშავედ ცნო შეურაცხყოფის ორი და ცილისწამების ერთი ეპიზოდისთვის და სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, დაკისრებული სასჯელის სახე და ზომა წარმოადგენს იმ ფაქტორს, რომელიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებისას.სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი“ იყო.
1783664881
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაული...
1783664444
ახალი ამბებიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს....
1783663361
მსოფლიოგერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გერმანიაში, მაღალი ტემპერატურის გამო, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა 75 წელს გადაცილებულია. დასავლეთ ევროპაში წელს ისტორიაში ყველაზე ცხელი ივნისი იყო....
1783662821
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ნებისმიერ სასამართლოში, სადაც კანონი კანონობს, ასეთი შეურაცხყოფა განიხილება როგორც ფსიქოლოგიური ტერორის გარკვეული სახე
„ნებისმიერ სასამართლოში, სადაც კანონი კანონობს, ასეთი შეურაცხყოფა განიხილება როგორც ფსიქოლოგიური ტერორის გარკვეული სახე“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მედიასთან სტრასბურგის სას...
1783662287
საზოგადოებაგივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარიზში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან სამუშაო შ...





























