ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი [სანქციების დაწესებას]
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი გუნდისთვის სანქციების დაწესებაზე იზრუნებდა.
გვარამია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შესახებ მსჯელობის იანვრამდე გადადება დიდი შეცდომაა, ვინაიდან „ქართული ოცნება„ ნებისმიერ დათმობას სისუსტედ მიიჩნევს.
„ნებისმიერი დათმობა მათ ჰგონიათ სისუსტე. ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე მისი ელჩის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი, პირდაპირ ვამბობ ამ ეთერიდან. უდიდესი შეცდომა იყო იანვრამდე [გადადება] ამათი სანქციების და ძალიან მკვახე გადაწყვეტილების მიღება ამათ წინააღმდეგ. ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე მე არაფერი მითქვამს, მილიონი რამ არის გასაკეთებელი, რაც შეიძლება გაკეთდეს. ხომ გადასწიეს? მეორე დღეს მიიღო ვენეციის კომისიამ უმწვავესი დასკვნა, რა მოხდა? ევროკავშირის გადაწევა, ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება და მესამე დღეს ჩანიშნა პარტიების გაუქმების პროცესი სამი დღის მიყოლებით“, - განაცხადა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
1792081777
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...
1792078783
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც უმრავლესობამ შევიტანეთ მყარად არის გაჯერებული არგუმენტებით და ის გულისხმობს სწორედ დემოკრატიული წინსვლის, დემოკრატიული აღმშენებლობისთვის აუცილებელი წინაპირობის შექმნას
„კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც უმრავლესობამ შევიტანეთ მყარად არის გაჯერებული არგუმენტებით და ის გულისხმობს სწორედ დემოკრატიული წინსვლის, დემოკრატიული აღმშენებლობისთვის აუცილებელი წინაპირობის შექმნას“...
1792077296
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის - ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოჰანას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საუკუნოვან მეგობ...
1792076356
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთის რესპუბლიკას ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა. ირაკლი კ...
1792075388
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების რეგულირების საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც სუვერენიტეტსა და ანგარიშვალდებულებას დაეფუძნება
„დემოკრატიული მედეგობა ერთი მარტივი ჭეშმარიტებით იწყება: დემოკრატია, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული საკუთარი მოქალაქეების წინაშე ან არ მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ნებისმიერი...































