ლევან ჟორჟოლიანი: საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა - ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომელიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში და ეს შემდგომ ინდექსებში აისახება
საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა, ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომელიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში და ეს შემდგომ ინდექსებში აისახება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“.
მისი თქმით, საერთაშორისო ინდექსები ინვესტორებისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისთვის.
„საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით 2025 წელი წარმატებული იყო. უამრავი დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია აფასებს ქვეყნებს ეკონომიკური თავისუფლების, კორუფციისგან თავისუფლების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის ინდექსებით. ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა. ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომელიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში და ეს შემდგომ ინდექსებში აისახება. ინდექსები ინვესტორებისთვის არის ერთგვარი გზამკვლევი, თუ რა სახის თამაშის წესებია ქვეყანაში, არის თუ არა ეკონომიკური სტაბილურობა, როგორ მუშაობს ბიუროკრატია, ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ყველაზე მეტი გაუმჯობესება, რაც ჩვენ გვქონდა, ეს არის კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებით და ის რეფორმები, რომელიც გარკვეულ კვლევებში აისახება, რაც ჩვენ კორუფციის მიმართულებით მივიღეთ, ესეც თავის ასახვას პოვებს ინდექსებში და ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდება იმ მოწინავე ქვეყნებში, სადაც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიუროკრატია მუშაობს კეთილსინდისიერად“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
1777018059
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელიც მუშაობს ქვეყანაში, სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს, IMF-ის მისიის დადებითი ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი საფინანსო პოლიტიკის შედეგია
ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელიც მუშაობს ქვეყანაში, სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს. ფინანსთა ს...
1777018031
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: როცა აგებ გზას, ან აშენებ სკოლას, არ შეიძლება, ერთ ან ორ წელიწადში ისევ სჭირდებოდეს სარემონტო სამუშაოები, ჩვენი პრინციპია, არაფერში ვაპირებთ არც მეტის, არც ნაკლების გადახდას, გვინდა, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება
ბიზნესთან მთავრობას აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი, რაც გამოარჩევს დღევანდელ ხელისუფლებას არის ის, რომ ბიზნესს არ სჭირდება, მაგალითად, დამატებითი ლობისტები იმისთვის,...
1777017972
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: 4 თვის შედეგებით, 118 მილიონი არის დაზოგილი ბიუჯეტში, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია, ჩვენ გვინდა შევამციროთ კორუფციული რისკები, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი თანხის დახარჯვა შეიძლება სოციალური პროექტისთვის
მთავრობის ადმინისტრაციის კომპეტენციები არის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა მთავარ კომპეტენციებში მაინც შედის სამთავრობო უწყებებში კოორდინაცია იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები აღსრულდეს, ასევე...
1777015811
საზოგადოებათამარ იოსელიანი: საქართველოში ტრანსპორტის სექტორი სტაბილურად და დინამიკურად იზრდება, ჩვენ ველოდებით, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიცია
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლი იყოს სანდო, პროგნოზირებადი და სწრაფი“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგ...
1777013289
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა...


























