თამარ იოსელიანი: საქართველოში ტრანსპორტის სექტორი სტაბილურად და დინამიკურად იზრდება, ჩვენ ველოდებით, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიცია

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლი იყოს სანდო, პროგნოზირებადი და სწრაფი“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.

მისი განმარტებით, საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა მზარდ დინამიკას ინარჩუნებს. თამარ იოსელიანის თქმით, მიმდინარე მაჩვენებლები ძალიან მკაფიო სიგნალს იძლევა, რომ ტრანსპორტის სექტორი საქართველოში აგრძელებს სტაბილურ და დინამიკურ ზრდას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს ზრდა უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს.

„2025 წელი ძალიან წარმატებული იყო ტვირთბრუნვის მიმართულებით და საკმაოდ დინამიკური და სტაბილური ზრდა გვქონდა. აღნიშნული დინამიკა შენარჩუნდა 2026 წლის პირველ კვარტალშიც. საანგარიშო პერიოდში ჩვენი პორტები დაახლოებით 4.3 მლნ ტონაზე მეტ ტვირთს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 15%-იანი ზრდაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონტეინერების მიმართულებითაც ზრდა ნარჩუნდება - გადამუშავებულია 188 ათას TEU, რაც დაახლოებით 6%-ით ზრდას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით რეკორდული იყო 2025 წელი და დაახლოებით 750 000 კონტეინერს მოვემსახურეთ, რაც დაახლოებით 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა გაიზარდოს და ამ მიმართულებით ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტიც ხორციელდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტვირთნაკადების კუთხით მიმდინარე წელს ძალიან კარგი დასაწყისია და თუ აღნიშნული დინამიკა შენარჩუნდება, 2026 წელი მთლიანობაში კიდევ უფრო შედეგიანი იქნება.

„ჩვენ ველოდებით, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიცია, “, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777017972

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: 4 თვის შედეგებით, 118 მილიონი არის დაზოგილი ბიუჯეტში, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია, ჩვენ გვინდა შევამციროთ კორუფციული რისკები, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი თანხის დახარჯვა შეიძლება სოციალური პროექტისთვის

მთავრობის ადმინისტრაციის კომპეტენციები არის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა მთავარ კომპეტენციებში მაინც შედის სამთავრობო უწყებებში კოორდინაცია იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები აღსრულდეს, ასევე...

ლევან ჟორჟოლიანი

1777017447

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა - ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომელიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში და ეს შემდგომ ინდექსებში აისახება

საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა, ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომელიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში და ეს შემდგომ ინდექსებში აისახება, - განაცხადა...

ლევან ჟორჟოლიანი

1777013289

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა...

დაკავება, პოლიცია

1777013258

ახალი ამბები

პოლიციამ რაჭაში მომხდარი ყაჩაღობის და გამოძალვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის და გამოძალვის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული დ.ნ. დააკავ...

დაკავებადაკავება

1777013228

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-...

შსს