ლევან ჟორჟოლიანი: როცა აგებ გზას, ან აშენებ სკოლას, არ შეიძლება, ერთ ან ორ წელიწადში ისევ სჭირდებოდეს სარემონტო სამუშაოები, ჩვენი პრინციპია, არაფერში ვაპირებთ არც მეტის, არც ნაკლების გადახდას, გვინდა, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება
ბიზნესთან მთავრობას აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი, რაც გამოარჩევს დღევანდელ ხელისუფლებას არის ის, რომ ბიზნესს არ სჭირდება, მაგალითად, დამატებითი ლობისტები იმისთვის, რომ ჩვენგან მიიღონ კონკრეტული ინფორმაცია, ან მოვისმინოთ მათი აზრი კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრაც იყო ამ ურთიერთობის ერთ-ერთი გამოხატულება, რომლის ფარგლებშიც გაჟღერდა რამდენიმე გადაწყვეტილება მშენებლობის მიმართულებით. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, შეხვედრისას, ასევე განიხილეს ბიზნესის წინაშე არსებული საჭიროებები.
„ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ძალიან ბევრი გააკეთა და ჩვენც ვიყავით ჩართულები კონკრეტულად მშენებლობის მიმართულებით, შესყიდვების ნაწილში, რომ მაქსიმალურად გაეჯანსაღებინა მდგომარეობა. გვქონდა გარკვეული არასწორი პრაქტიკები, როდესაც, სამწუხაროდ, ვიხდიდით ფულს და ვერ ვიღებდით იმ ხარისხის პროდუქტს, რაც უნდა მიგვეღო.
მაგალითად, როცა აგებ გზას, ან აშენებ სკოლას, სპორტულ მოედანს, არ შეიძლება, რომ ერთ ან ორ წელიწადში მას ისევ სჭირდებოდეს ხელის შევლება, სარემონტო სამუშაოები. ჩვენი პრინციპია ის, რომ არ ვაპირებთ არაფერში არც მეტის, არც ნაკლების გადახდას, გვინდა, რომ გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება, რათა არც ბიზნესმა წააგოს და მიიღოს დამსახურებული შემოსავალი, მოგება. ხარისხთან მიმართებაში გამორიცხულია უკან დახევა. ამ პოლიტიკას ატარებს პრაქტიკაში ინფრასტრუქტურის მინისტრი და ამავე პოზიციაზეა მთელი გუნდი, ეს არის პრემიერ-მინისტრის დავალება.
ხარისხის ხარჯზე ეკონომია არის გამორიცხული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანიებმა კონკრეტული პროექტის განხორციელებისას უნდა იზარალონ. რა ხარისხსაც მოვითხოვთ, იმ ხარისხის ადეკვატურ თანხას გადავიხდით. როდესაც ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, მას ძალიან დიდი ხანი არ უნდა დასჭირდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯები, არ ვგულისხმობ მოვლა-პატრონობის ხარჯებს. მშენებლებიც უნდა გადაეწყონ ახალ სისტემაზე და ასევე ჩვენ მათ დავუფიქსირეთ რამდენიმე გადაწყვეტილება, ხარჯთაღრიცხვის წარმოებასთან მიმართებაში, ინდექსაციასთან მიმართებაში, ბევრ საკითხთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილებები, სულ მალე მათი სამართლებრივი გაფორმება მოხდება და ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიურად მიიღეს. მათ ასევე დააფიქსირეს არსებული საჭიროებები, რაზეც ერთობლივად ვიმსჯელებთ მომავალშიც. არ დავუშვებთ, რომ განხორციელდეს პროექტი, დაიხარჯოს ბიუჯეტის ფული და მივიღოთ უხარისხო პროდუქტი, ან მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი, მაგრამ არა დათქმულ ვადაში. ვადებთან მიმართებაშიც ვართ ძალიან მკაცრები.
თუ სადმე რამე არის გამოსასწორებელი სისტემურ დონეზე, ადგილობრივ დონეზე, მზად ვართ, აბსოლუტურად ყველა საკითხზე შევიდეთ დისკუსიაში და არგუმენტების მოსმენის შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღოთ. ის გადაწყვეტილებებიც, რომლებიც შეხვედრაზე გავაჟღერეთ, პრაქტიკული პრობლემების აღმოფხვრის ერთ-ერთი კარგი მაგალითია,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
1777018059
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელიც მუშაობს ქვეყანაში, სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს, IMF-ის მისიის დადებითი ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი საფინანსო პოლიტიკის შედეგია
ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელიც მუშაობს ქვეყანაში, სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს. ფინანსთა ს...
1777017972
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: 4 თვის შედეგებით, 118 მილიონი არის დაზოგილი ბიუჯეტში, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია, ჩვენ გვინდა შევამციროთ კორუფციული რისკები, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი თანხის დახარჯვა შეიძლება სოციალური პროექტისთვის
მთავრობის ადმინისტრაციის კომპეტენციები არის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა მთავარ კომპეტენციებში მაინც შედის სამთავრობო უწყებებში კოორდინაცია იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები აღსრულდეს, ასევე...
1777017447
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა - ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომელიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში და ეს შემდგომ ინდექსებში აისახება
საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა, ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომელიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში და ეს შემდგომ ინდექსებში აისახება, - განაცხადა...
1777015811
საზოგადოებათამარ იოსელიანი: საქართველოში ტრანსპორტის სექტორი სტაბილურად და დინამიკურად იზრდება, ჩვენ ველოდებით, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიცია
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლი იყოს სანდო, პროგნოზირებადი და სწრაფი“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგ...
1777013289
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა...



























