ცესკო ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.

მორიგი შეხვედრა რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა და ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ბუხრაშვილმა გახსნეს.

ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.  გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებაზე, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ასევე დეზინფორმაციის გავლენებზე და შედეგებზე საარჩევნო პროცესში.

უფრო ვრცლად, თუ როგორ მოქმედებს დეზინფორმაცია საარჩევნო პროცესზე და რა გზებით აწვდის საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს სანდო ინფორმაციას - ამ თემებზე ახალგაზრდებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი ესაუბრა.

რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაურმა კი შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობის, არჩევნების ორგანიზებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.

რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში 23 აპრილს გამართულ შეხვედრას 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო.

შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში იმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777018059

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელიც მუშაობს ქვეყანაში, სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს, IMF-ის მისიის დადებითი ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი საფინანსო პოლიტიკის შედეგია

ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელიც მუშაობს ქვეყანაში, სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს. ფინანსთა ს...

ლევან ჟორჟოლიანი

1777018031

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: როცა აგებ გზას, ან აშენებ სკოლას, არ შეიძლება, ერთ ან ორ წელიწადში ისევ სჭირდებოდეს სარემონტო სამუშაოები, ჩვენი პრინციპია, არაფერში ვაპირებთ არც მეტის, არც ნაკლების გადახდას, გვინდა, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება

ბიზნესთან მთავრობას აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი, რაც გამოარჩევს დღევანდელ ხელისუფლებას არის ის, რომ ბიზნესს არ სჭირდება, მაგალითად, დამატებითი ლობისტები იმისთვის,...

ლევან ჟორჟოლიანი

1777017972

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: 4 თვის შედეგებით, 118 მილიონი არის დაზოგილი ბიუჯეტში, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია, ჩვენ გვინდა შევამციროთ კორუფციული რისკები, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი თანხის დახარჯვა შეიძლება სოციალური პროექტისთვის

მთავრობის ადმინისტრაციის კომპეტენციები არის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა მთავარ კომპეტენციებში მაინც შედის სამთავრობო უწყებებში კოორდინაცია იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები აღსრულდეს, ასევე...

ლევან ჟორჟოლიანი

1777017447

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა - ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომელიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში და ეს შემდგომ ინდექსებში აისახება

საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა, ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომელიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში და ეს შემდგომ ინდექსებში აისახება, - განაცხადა...

ლევან ჟორჟოლიანი

1777015811

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: საქართველოში ტრანსპორტის სექტორი სტაბილურად და დინამიკურად იზრდება, ჩვენ ველოდებით, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიცია

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლი იყოს სანდო, პროგნოზირებადი და სწრაფი“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგ...

თამარ იოსელიანი