ილია სულამანიძე – „მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“
მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ, – ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა.
სულამანიძის თქმით, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა უმნიშვნელოვანესია, დარჩენილი კი ოლიმპიური ჩემპიონობაა.
„მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ. ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს, ოჯახს, დედას, მამას, ძმას, ყველა ნათესავს.
დიდი მადლობა ლაშა გუჯეჯიანს, რადგან ამ აღებული მოსავლის დიდი ნაწილი მისი დათესილია. დიდი მადლობა დავით ქევხიშვილს, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია. დიდი მადლობა ჩემს საყვარელ ლომერ ჟორჟოლიანს. ასევე, დიდი მადლობა ყველა მწვრთნელსა და ექიმს. შევეცდები, ოლიმპიადაზეც ოქროს მედალი მოვიპოვო.
ძალიან ემოციური იყო, როდესაც საქართველოს დროშას ვუყურებდი. ვცდილობდი, ბევრი ცრემლი არ გამომსვლოდა. გული ამიჩუყდა. ამ დროს ცრემლების შეკავება ძალიან რთულია. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა უმნიშვენლოვანესია. ოლიმპიური ოქრო მაქვს დარჩენილი და 2028 წელს მოვიპოვებ“, – ამბობს ილია სულამანიძე.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ამ დროისთვის ოთხი მედალი აქვს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა. მსოფლიო ჩემპიონები ილია სულამანიძე (100კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ვერცხლის პრიზიორია, ხოლო გიორგი სარდალაშვილი (60კგ) – ბრინჯაოსი.
1791558292
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში - დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზოლუციას მხარი დაუჭირეთო
„როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში. დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზ...
1791558218
ახალი ამბებიილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 25 წლის ქართველმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და მსოფლიო პირველობაზე კარიერა...
1791555893
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე რომ იყო დამდგარი, მაშინ გამოჩნდა, როცა სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ს აკრიტიკებს და დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებ...
1791555114
საზოგადოებამაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიზეზზე ბევრჯერ გვისაუბრია, 2022 წლის თებერვალში საქართველომ უარი განაცხადა, ჩვენი ქვეყანა გამოყენებულიყო პროქსი სახელმწიფოდ, იმ დღიდან დაიწყო უსამართლობა, დეზინფორმაცია და რეზოლუციები ქვეყნის წინააღმდეგ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა. როგორც მმართველი გუნდის დეპუტატმა „დღის ქრონიკასთან“ აღნიშნა...
1791551315
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6019 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...





























