ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება, ევროპელმა ხალხმა გამოიღვიძა - გერმანიამ, ისლანდიამ, საფრანგეთმა, ბევრ მაგალითს ვიხილავთ, სადაც ითხოვენ მმართველი კლასისგან, რომ გატარდეს მათი ინტერესები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპელ ხალხში ბრიუსელის მმართველი კლასის მიმართ არსებულ დამოკიდებულებებზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, ბრიუსელის ბიუროკრატია დღეს ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება.

„ევროკავშირი ათწლეულები იდგა ღირებულებებსა და ფასეულობებზე. მისი ყველაზე ახლო მოკავშირე, ვინც გვახსენდება, არის ამერიკის შეერთებული შტატები და დღეს [აშშ-ს] ევროკავშირთან ურთიერთობა არ უნდა. ორი წელია, კაია კალასმა, რომელიც ევროკავშირში საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობს, ბატონ მარკო რუბიოსთან ერთწუთიანი შეხვედრაც კი ვერ ჩანიშნა, სერიოზული პრობლემა აქვთ.

ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, ლგბტ პროპაგანდა, იაფ ენერგორესურსებზე უარის თქმა და ამით დეინდუსტრიალიზაციის გამოწვევა, უკონტროლო, არალეგალური მიგრაცია, რომელმაც წალეკა ევროპა.

ეს ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის და ევროპელმა ხალხმა გამოიღვიძა - გერმანიამ, ისლანდიამ, საფრანგეთმა. ბევრ მაგალითს ვიხილავთ, სადაც ითხოვენ მმართველი კლასისგან, რომ გატარდეს მათი ინტერესები და დღეს ევროპელი ხალხის ინტერესი არ ტარდება. ეს არის გარედან მოხვეული, ე.წ. დიფ სთეითის, როგორც ბატონ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უწოდებს, იმ ძალების მიერ თავსმოხვეული პოლიტიკა, რასაც ატარებს დღევანდელი მმართველი კლასი, ეს არარჩეული ბიუროკრატები, რომლებიც დღეს არიან და ხვალ არ იქნებიან“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791558292

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში - დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზოლუციას მხარი დაუჭირეთო

„როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში. დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზ...

ლევან მაჭავარიანი

1791558218

ახალი ამბები

ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 25 წლის ქართველმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და მსოფლიო პირველობაზე კარიერა...

ილია სულამანიძე

1791555893

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე რომ იყო დამდგარი, მაშინ გამოჩნდა, როცა სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ს აკრიტიკებს და დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებ...

შალვა პაპუაშვილი

1791555114

საზოგადოება

მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიზეზზე ბევრჯერ გვისაუბრია, 2022 წლის თებერვალში საქართველომ უარი განაცხადა, ჩვენი ქვეყანა გამოყენებულიყო პროქსი სახელმწიფოდ, იმ დღიდან დაიწყო უსამართლობა, დეზინფორმაცია და რეზოლუციები ქვეყნის წინააღმდეგ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა. როგორც მმართველი გუნდის დეპუტატმა „დღის ქრონიკასთან“ აღნიშნა...

ლევან მაჭავარიანი

1791551315

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6019 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ფული, კალკულატორი, ანგარიში