შალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს

„დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს“, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

„ჩვენ გვაქვს ორი 9 აპრილი, 1989 წლის 9 აპრილის ღამე და 1991 წლის 9 აპრილის დღე.ეს ორი თარიღი განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ განუყოფლადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული.9 აპრილის ხსენებისას, უპირველესად, ვიხსენებთ 1989 წელს. ვინც იმ წელს მოესწრო, ახსოვს, რა მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა, როგორ დაითრგუნა გარემო და როგორ იფეთქა საერთო ტკივილმა და ბრაზმა.თუმცა, ტრაგედიას, ძალიან მალე, სულ ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს, პარლამენტის დღევანდელ სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა.უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე, ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მივუყვებით. ამ გზაზე არაერთი შეცდომა დავუშვით, მძიმე საფასური გადავიხადეთ, არაერთხელ დავმარცხდით და წავიქეცით.მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ყოველ ჯერზე წამოვდექით. არასოდეს შევეგუეთ მარცხს, ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, შევიგრძენით დამოუკიდებლობის სიმძიმეც და სიტკბოც, მისი ფასიც და მისი ღირსებაც. ეს არის ჩვენი 35 წლიანი მონაგარი.ათწლეულებს გადმოწვდა იმ ტრაგიკულ ღამეს უწმინდესი პატრიარქის გაფრთხილება, რომ “საშიშროება რეალურია”, და ეს სიტყვები დღემდე ექოდ გვესმის. განა დღეს ნაკლები საშიშროებები გვემუქრება?! ისინი არსად გამქრალან. საფრთხეები იცვლიან ფორმას, მაგრამ არ ქრებიან.ამავე დროს, დღემდე ისმის და ქუხს სხვა სიტყვებიც, რომ „აღსრულდა ნება ქართველი ერისა“.დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს.ვინაიდან, არასდროს დადგება დღე, როდესაც არ ვიტყვით ხმამაღლად, მტკიცედ და შეურყევლად:„გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“, - წერს პაპუაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775680556

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ კარში გაიტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ლივერპულის“ კარი 65-ე წუთზე აიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ სასარგებლოდ ანგარიში 2:...

ხვიჩა კვარაცხელია

1775679851

ახალი ამბები

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 37 წელი, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. ამ დღეს, 1989 წელს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდ...

 9 აპრილის

1775679014

ახალი ამბები

პაატა სალია: 14-18 აპრილს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად აშშ-ში გაეროს ოფიციალურ ღონისძიებებში მივიღებ მონაწილეობას

„იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, სადაც სიტყვით წარვდგები“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატ...

პაატა სალია

1775678172

ახალი ამბები

მეუფე შიო: როგორი ყოვლადმოწყალეა ღმერთი, რომ მან ყველა ჩვენი საჭიროება გაითვალისწინა და მოგვიმზადა ყველა საშუალება ჩვენი სულის ცხონებისათვის, სხეულის გაძლიერებისთვის - ელოდება მხოლოდ ჩვენს რწმენას, მადლიერებას და მცნებების აღსრულებას

„როგორი ყოვლადმოწყალე და სახიერია ღმერთი, რომ მან ყველა ჩვენი საჭიროება გაითვალისწინა და მოგვიმზადა ყველა საშუალება, ყველანაირი კურნება ჩვენი სულის ცხონებისათვის, ასევე, ჩვენი სხეულის გაძლიერებისთვის!...

მეუფე შიო მეუფე შიო

1775676325

ახალი ამბები

პაატა სალია: დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში კვების სერვისი განხორციელდება ცალ-ცალკე

პენიტენციურ დაწესებულებებში კვებითი მომსახურება პირველად დაიყოფა ტერიტორიული პრინციპით – ამ ახალი მიდგომის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამ...

პაატა სალია