შალვა პაპუაშვილი: ათწლეულებს გადმოსწვდა 9 აპრილის ღამეს პატრიარქის გაფრთხილება, რომ „საშიშროება რეალურია“, განა დღეს ნაკლები საშიშროებებია?! საფრთხეები იცვლიან ფორმას, მაგრამ არ ქრებიან
„ჩვენ გვაქვს ორი 9 აპრილი, 1989 წლის 9 აპრილის ღამე და 1991 წლის 9 აპრილის დღე. ეს ორი თარიღი განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ განუყოფლადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე, ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მივუყვებით.
„9 აპრილის ხსენებისას, უპირველესად, ვიხსენებთ 1989 წელს. ვინც იმ წელს მოესწრო, ახსოვს, რა მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა, როგორ დაითრგუნა გარემო და როგორ იფეთქა საერთო ტკივილმა და ბრაზმა. თუმცა ტრაგედიას ძალიან მალე, სულ ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს პარლამენტის დღევანდელ სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა.
უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე, ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მივუყვებით. ამ გზაზე არაერთი შეცდომა დავუშვით, მძიმე საფასური გადავიხადეთ, არაერთხელ დავმარცხდით და წავიქეცით. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ყოველ ჯერზე წამოვდექით. არასოდეს შევეგუეთ მარცხს, ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, შევიგრძენით დამოუკიდებლობის სიმძიმეც და სიტკბოც, მისი ფასიც და მისი ღირსებაც. ეს არის ჩვენი 35-წლიანი მონაგარი.
ათწლეულებს გადმოსწვდა იმ ტრაგიკულ ღამეს უწმინდესი პატრიარქის გაფრთხილება, რომ „საშიშროება რეალურია“, და ეს სიტყვები დღემდე ექოდ გვესმის. განა დღეს ნაკლები საშიშროებები გვემუქრება?! ისინი არსად გამქრალან. საფრთხეები იცვლიან ფორმას, მაგრამ არ ქრებიან.
ამავე დროს დღემდე ისმის და ქუხს სხვა სიტყვებიც, რომ „აღსრულდა ნება ქართველი ერისა“.
დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს, ვინაიდან, არასდროს დადგება დღე, როდესაც არ ვიტყვით ხმამაღლად, მტკიცედ და შეურყევლად: „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“ – წერს პაპუაშვილი.
1775681380
ახალი ამბებიმაია ბითაძე: სამარცხვინოა, რომ საკითხის პოლიტიზება ხდება იმ ფონზე, როდესაც სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა პირველი საკანონმდებლო აქტი შინაური ცხოველების უფლებების დაცვის თვალსაზრისით
ეს თემა ძალიან სენსიტიურია მოსახლეობისთვის. ეს თემა მათ შორის აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სახელმწიფოს მართავენ, შესაბამისად ამ თემის პოლიტიზება იყო ერთ-ერთი ყველაზე ბინძური კამპანია, რომლის წამ...
1775680556
სპორტიხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ კარში გაიტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ლივერპულის“ კარი 65-ე წუთზე აიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ სასარგებლოდ ანგარიში 2:...
1775679851
ახალი ამბები1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 37 წელი, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წელი გავიდა
9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. ამ დღეს, 1989 წელს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდ...
1775679014
ახალი ამბებიპაატა სალია: 14-18 აპრილს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად აშშ-ში გაეროს ოფიციალურ ღონისძიებებში მივიღებ მონაწილეობას
„იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, სადაც სიტყვით წარვდგები“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატ...
1775678172
ახალი ამბებიმეუფე შიო: როგორი ყოვლადმოწყალეა ღმერთი, რომ მან ყველა ჩვენი საჭიროება გაითვალისწინა და მოგვიმზადა ყველა საშუალება ჩვენი სულის ცხონებისათვის, სხეულის გაძლიერებისთვის - ელოდება მხოლოდ ჩვენს რწმენას, მადლიერებას და მცნებების აღსრულებას
„როგორი ყოვლადმოწყალე და სახიერია ღმერთი, რომ მან ყველა ჩვენი საჭიროება გაითვალისწინა და მოგვიმზადა ყველა საშუალება, ყველანაირი კურნება ჩვენი სულის ცხონებისათვის, ასევე, ჩვენი სხეულის გაძლიერებისთვის!...



























