მაია ბითაძე: სამარცხვინოა, რომ საკითხის პოლიტიზება ხდება იმ ფონზე, როდესაც სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა პირველი საკანონმდებლო აქტი შინაური ცხოველების უფლებების დაცვის თვალსაზრისით
ეს თემა ძალიან სენსიტიურია მოსახლეობისთვის. ეს თემა მათ შორის აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სახელმწიფოს მართავენ, შესაბამისად ამ თემის პოლიტიზება იყო ერთ-ერთი ყველაზე ბინძური კამპანია, რომლის წამოწყებაც რადიკალებმა სცადეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საუბრისას.
მისი თქმით, ყველა იმ ადამიანს, რომელიც პროცესის პოლიტიზებას ცდილობს, „კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“.
„საბედნიეროდ, ჩვენ ვიხილეთ ისიც, რომ იმ ადამიანების ნაწილმა, რომელიც ცხოველთა უფლებების დაცვის ფარგლებში ფუნქციონირებენ, მკაცრად დაგმო ამ თემის პოლიტიზება და ეს სამარცხვინო კამპანია გადაილახა. სამარცხვინოა, როდესაც ამ საკითხის პოლიტიზება ხდება იმ ფონზე, როდესაც სწორედ „ქართული ოცნება“ იყო ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა პირველი საკანონმდებლო აქტი შინაური ცხოველების უფლებების დაცვისა და სახელმწიფო ქმედებების განხორციელების თვალსაზრისით. ეს საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ კანონით, რომელიც შარშან დავამტკიცეთ და იმ კანონქვემდებარე აქტებით, რომელიც ახლა პრემიერის ინიციატივით მტკიცდება, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში რეგისტრირებული, ჩიპირებული და სტერილიზებული იყოს ყველა ის ცხოველი, რომელსაც ჩვენ უპატრონო, მიკედლებულ ძაღლად მოვიხსენიებთ. ასევე სახელმწიფო გაატარებს ძალიან აქტიურ კამპანიას, პატრონიანი ცხოველების რეგისტრაციისთვის. კანონის მთავარი მიზანია, რომ ქუჩაში ძაღლი არავინ გააგდოს, უკანონოდ არ მოაშენოს და ყველა, ვინც ძაღლს ქუჩაში გააგდებს, იქნება მკაცრად დასჯილი. ეს ყველაფერი იანვრიდან ამოქმედდება, მანამდე კი ყველა იმ ადამიანს ვეტყვი, ვინც პროცესის პოლიტიზებას ცდილობს, რომ მათ კოვზი ნაცარში ადრეც ჩაუვარდათ და ახლაც ჩაუვარდებათ და სახელმწიფო იქნება იმის გარანტი, რომ ის ჰუმანური კანონი, რომელიც პარლამენტში მივიღეთ, აღსრულებული იქნება ზედმიწევნით და ჩვენ მზად ვართ, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც სურს, რომ ძაღლი ქუჩაში არ იყოს და არ იყოს გაგდებული, ან უკანონოდ არ იყოს მოშენებული“, - აცხადებს ბითაძე.
1775845206
ახალი ამბებიტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან
ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...
1775842962
მსოფლიო„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...
1775840252
მსოფლიოორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?
ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...
1775837496
ახალი ამბებირომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს
ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...
1775836752
მსოფლიო„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...































