მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, საედ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებს. საუბარი, ასევე შეეხო ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და შუა დერეფნის მნიშვნელობას.
დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა, მათ შორის განსაკუთებით აღინიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ვიზიტი საქართველოში.
განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა ამ მიმართულებით.
მხარეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასა და კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით.
1770708471
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით
ჩვენი მიდგომაა სამართლიანობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ზედამხედველობა და ინვესტიციების მიმართვა სისტემის რეალური გაჯანსაღებისკენ. ჩვენ ვქმნით მყარ საფუძველს იმისთვის, რომ...
1770708187
ახალი ამბებიმსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს
Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შე...
1770707991
ახალი ამბებიშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმ...
1770707861
ახალი ამბებიფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარასა და იმერეთში - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი ორ ობიექტს შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენ...
1770705209
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს....































