მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ საქართველოს საკითხზე ინიცირებული რეზოლუციის პროექტი შეაფასა და განაცხადა, რომ კონკრეტული პოლიტიკური აქტორები საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად იყენებენ.
მინისტრის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო პლატფორმებზე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. მისი თქმით, ჯო უილსონი უკვე დიდი ხანია საერთაშორისო არენაზე საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დღის წესრიგს აქტიურად ლობირებს და ამავე მიდგომას აგრძელებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებშიც.
„კონკრეტული აქტორები ჩვენ ვხედავთ რომ იყენებენ ნებისმიერ ფორმატს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებში იმისათვის, რომ ის დღის წესრიგი, რომელიც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იყოს მაქსიმალურად გამოყენებული და საერთაშორისო ინსტიტუტებიც ამ მიზნებისთვის გამოიყენონ. ეს არ არის პირველი მცდელობა,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე მორიგი რეზოლუციის წარდგენაც სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს.
„ჯო უილსონი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად ლობირებს დღის წესრიგს საერთაშორისო არენაზე და რა თქმა უნდა მას აქვს შესაძლებლობა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებშიც იგივე დღის წესრიგი განავითაროს და სწორედ ამის დემონსტრირებაა უილსონის მხრიდან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს თემაზე მორიგი ნეგატიური საკითხების დღის წესრიგის შემოტანა,“ - აღნიშნა მინისტრმა.
1783445110
მსოფლიოდანიის პრემიერი მოკავშირეებს მოუწოდებს, პატივი სცენ დანიის სუვერენიტეტს და აღიარონ, რომ გრენლანდია არ იყიდება
დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი მოკავშირეებს მოუწოდებს, პატივი სცენ დანიის სუვერენიტეტს და აღიარონ, რომ გრენლანდია არ იყიდება. აღნიშნული განცხადება პრემიერმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ნა...
1783443766
საზოგადოებაგიორგი ჯინჭარაძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი გადასცდა 50 მილიონს, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ახალი პროექტები
როდესაც ვიწყებთ საუბარს ახალ პროგრამებზე, ახალ ინიციატივებზე, მთავარი არის ბიუჯეტი და მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით აფხაზეთის მთავრობი...
1783442227
მსოფლიოსაერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ დროებით მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ძალაში 2023 წლის 12 ოქტომბრიდან იყო
„რუსეთს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის შეზღუდვა დროებით მოეხსნა, რაც გზას უხსნის 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ქვეშ სრულფასოვან გამოსვლას“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegrap...
1783440799
მსოფლიოჯანმო: სიცხის ახალი ტალღის გამო, ევროპას შესაძლოა უფრო მომაკვდინებელი კვირები ელოდეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ სამშაბათს განაცხადა, რომ ატლანტის ოკეანეში ფორმირებადი ახალი, ინტენსიური სიცხის ტალღის გამო, ევროპას უფრო მომაკვდინებელი კვირე...
1783439500
საზოგადოებალევან მაჭავარიანი გიორგი შარაშიძეს: თქვენი გუნდის წევრებს პოლიტიკის მიღმა ზოგს არაკაცად, არაქართველად და არაქალაქელად იცნობენ, ხოლო თქვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში იმითაც გიცნობენ, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დადექით
როდესაც წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ხარვეზებით გამოგდის, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას თავად იწყებ, ამის შემდეგ მინიმუმ ეთერებში ტირილით არ უნდა დადიოდე. ან, თუ მაინც ტირი, ისიც უნდა ახსენო, რო...



























