გიორგი ჯინჭარაძე: გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ჩვენი დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით

გასული ერთი წლის განმავლობაში სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ორასამდე კომპაქტურ დასახლებას, ამისთვის დაახლოებით 4 მილიონი ლარი გამოვყავით, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდ, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესი ყურადღება ექცევათ ვეტერანებს და მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

„სოციალური მიმართულება, რა თქმა უნდა, რჩება უმთავრეს გამოწვევად აფხაზეთის მთავრობისთვის, თუმცა ღირსეულად ვუმკლავდებით ჩვენი რესურსის ფარგლებში და ციფრები ამაზე მეტყველებს.

მინდა დავიწყო გასული ერთი წლის განმავლობაში სარემონტო და აღდგენითი სამუშაოებით, რომელიც ჩაუტარდა ორასამდე კომპაქტურ დასახლებას, ამისთვის დაახლოებით 4 მილიონი ლარი გამოვყავით, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდ, წლევანდელი წელი ჩვენთვის არის მოტივაცია, რომ მეტი სიკეთე შევთავაზოთ ჩვენს დევნილ მოსახლეობას.

მინდა აღვნიშნო, რომ ფინანსური მხარდაჭერა, ჯამში, გაეწია 5 ათასამდე ადამიანს და ასობით ოჯახს გავუუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები, ასევე 700-ზე მეტი ბენეფიციარი უზრუნველვყავით დროებითი თავშესაფრით, ყოველივე ეს ციფრები არის მინიმალური ჩვენება, რაც ერთი წლის განმავლობაში გაკეთდა.

შემდეგი წლის ბიუჯეტით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ჩვენი დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით.
მინდა აღვნიშნო, რომ უშუალოდ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდი სრულად მიმართულია სოციალური მიმართულებით, იხარჯება სოციალური კუთხით.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრებ ყველა დევნილ ოჯახს მიმდინარე წელს დაუფინანსდა კომუნალური გადასახადი, ასევე დიდ ყურადღებას ვუთმობთ ვეტერანებს, ვეტერანთა ოჯახის მხარდაჭერას, ამ კუთხით ჩვენ ავამოქმედეთ ახალი პროგრამა, რომელიც მიმართული იყო ფსიქოსოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციის გაუმჯობესების კუთხით. ვეტერანები და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ანაკლიაში შეხვდა და ერთი წლის ანგარიში წარადგინა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783447058

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ნებისმიერი ე.წ შეთანხმება თუ ხელშეკრულება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, იმთავითვე ბათილია

ჰააგაში მიმდინარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ოკუპაციის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მან აქვე დაგმო რუსეთს...

ნიკოლოზ სამხარაძე

1783445110

მსოფლიო

დანიის პრემიერი მოკავშირეებს მოუწოდებს, პატივი სცენ დანიის სუვერენიტეტს და აღიარონ, რომ გრენლანდია არ იყიდება

დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი მოკავშირეებს მოუწოდებს, პატივი სცენ დანიის სუვერენიტეტს და აღიარონ, რომ გრენლანდია არ იყიდება. აღნიშნული განცხადება პრემიერმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ნა...

მეტე ფრედერიკსენი

1783443766

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი გადასცდა 50 მილიონს, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ახალი პროექტები

როდესაც ვიწყებთ საუბარს ახალ პროგრამებზე, ახალ ინიციატივებზე, მთავარი არის ბიუჯეტი და მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით აფხაზეთის მთავრობი...

გიორგი ჯინჭარაძე

1783442227

მსოფლიო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ დროებით მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ძალაში 2023 წლის 12 ოქტომბრიდან იყო

„რუსეთს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის შეზღუდვა დროებით მოეხსნა, რაც გზას უხსნის 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ქვეშ სრულფასოვან გამოსვლას“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegrap...

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი

1783440799

მსოფლიო

ჯანმო: სიცხის ახალი ტალღის გამო, ევროპას შესაძლოა უფრო მომაკვდინებელი კვირები ელოდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ სამშაბათს განაცხადა, რომ ატლანტის ოკეანეში ფორმირებადი ახალი, ინტენსიური სიცხის ტალღის გამო, ევროპას უფრო მომაკვდინებელი კვირე...

ააა