მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან ორი ქვეყნის ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, იაგოდა ლაზარევიჩთან.

მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის ისაუბრეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებსა და ამ მიმართულებით მომავალი ურთიერთობების პერსპექტივებზე.

მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე მზაობას და ამის შესახებ ერთობლივი განცხადების ხელმოწერის მნიშვნელობას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა დაკავშირებადობა ორ ქვეყანას შორის, რაც განსაკუთრებული სტიმულია როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესის სექტორის კომუნიკაციის განვითარებისთვის.  მარიამ ქვრივიშვილმა სერბ კოლეგასთან დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვასა და გეგმებზე, მათ შორის ქვეყნის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარებისა და ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით.

სერბეთში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი და  იაგოდა ლაზარევიჩი საქართველო-სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომას გახსნიან, ასევე ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით.

ბელგრადში მინისტრების შეხვედრას ასევე ესწრებოდა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ლევან ბერიძე.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766400872

საზოგადოება

კახა კალაძე: როდესაც განსხვავებული შეხედულების გამო შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, ძალიან ცუდია - ყველა უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის მიმღებლობას

„როდესაც, წახალისების მიზნით, ოდიოზური ადამიანების დაფინანსება ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „თიბისი ბანკში“ერთ-ერთი აქტივისტის ნანა დიხამინჯიას მიერ ჩატა...

კახა კალაძე

1766399773

საზოგადოება

კახა კალაძე „პროგრეს ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით: გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს - სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით

„საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით, ამიტომ, დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხ...

კახა კალაძე

1766399621

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ტულსი გაბარდის განცხადებაზე: კარგია, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ვაშინგტონიდან და კარგია, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა, ყოფილა სრულიად გამართლებული

„მსოფლიოში არიან ძალები, რომელთაც სურთ არეულობა, ომი და ამ დიდ დაპირისპირებაში, მათ შორის, ჩვენ სახელმწიფოსაც ექმნებოდა და ექმნება საფრთხე“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭო...

მაკა ბოჭორიშვილი

1766398330

ახალი ამბები

კახა კალაძე: კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები უკრაინაში ომის დასრულებას ეწინააღმდეგებიან

თბილისის მერი მედიასთან ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის უფროსის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ნატოს და ევროკავშირს არ სურს უკრაინაში ომის შეჩერება. მისივე განმარტებით, მართლაც არსებობენ...

კახა კალაძე

1766395719

მსოფლიო

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ანდრეი ერმაკის გადადგომის შემდეგ, თანამდებობიდან მისი მრჩევლებიც გაათავისუფლეს, მათ შორის, სერგეი ლეშენკო და მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს პარლამენტის ყოფილი წევრი და სახელმწიფო რკინიგზის კომპანია „უკრზალიზნიცის“ სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი წევრი...

უკრაინული მედია