მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩის თანათავმჯდომარებით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

კომისიის გახსნით სიტყვაში მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მზარდ დინამიკაზე, ასევე სხვადასხვა სექტორული მიმართულებით არსებულ პოტენციალზე ისაუბრა.

„დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოლაპარაკებების დაწყებას საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე“. საქართველო მზად არის, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები სერბ კოლეგებთან მჭიდრო პარტნიორობით. მიუხედავად მზარდი დინამიკისა, ორმხრივი ვაჭრობის მიმდინარე მოცულობა ჯერ კიდევ არ ასახავს სრულ პოტენციალს და აუცილებელია გავააქტიუროთ ძალისხმევა ამ ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარებისა და გაფართოებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მინისტრის თქმით, სწორი, დივერსიფიცირებლი ეკონომიკური პოლიტიკისა და მიმდინარე რეფორმების დახმარებით საქართველო ინარჩუნებს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.

„2021-2024 წლებში საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი - საშუალოდ 9,8% დააფიქსირა. წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საშუალო ეკონომიკური ზრდა 7,6% იყო“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სექტორული მიმართულებით, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ამ მხრივ მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს.

„საქართველო პოზიციონირებს როგორც რეგიონული ციფრული ჰაბი, ავითარებს ადამიანურ კაპიტალს, აუმჯობესებს ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას და ახდენს მეტი ბიზნესის ინტეგრირებას გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომის გახსნით სიტყვაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგიამ და საქართველოს ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766403426

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, როგორც კი ჩნდება იმის შანსები, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს, მაშინვე ეს ე.წ. მსურველთა კოალიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა ისევ ომის რიტორიკა იყოს დღის წესრიგში

„საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, როგორც კი ჩნდება იმის შანსები, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს, მაშინვე ეს ე.წ. მსურველთა კოალიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა ისევ ომის რიტორიკა იყოს დღ...

რატი იონათამიშვილი

1766400872

საზოგადოება

კახა კალაძე: როდესაც განსხვავებული შეხედულების გამო შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, ძალიან ცუდია - ყველა უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის მიმღებლობას

„როდესაც, წახალისების მიზნით, ოდიოზური ადამიანების დაფინანსება ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „თიბისი ბანკში“ერთ-ერთი აქტივისტის ნანა დიხამინჯიას მიერ ჩატა...

კახა კალაძე

1766399773

საზოგადოება

კახა კალაძე „პროგრეს ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით: გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს - სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით

„საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით, ამიტომ, დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხ...

კახა კალაძე

1766399621

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ტულსი გაბარდის განცხადებაზე: კარგია, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ვაშინგტონიდან და კარგია, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა, ყოფილა სრულიად გამართლებული

„მსოფლიოში არიან ძალები, რომელთაც სურთ არეულობა, ომი და ამ დიდ დაპირისპირებაში, მათ შორის, ჩვენ სახელმწიფოსაც ექმნებოდა და ექმნება საფრთხე“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭო...

მაკა ბოჭორიშვილი

1766398330

ახალი ამბები

კახა კალაძე: კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები უკრაინაში ომის დასრულებას ეწინააღმდეგებიან

თბილისის მერი მედიასთან ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის უფროსის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ნატოს და ევროკავშირს არ სურს უკრაინაში ომის შეჩერება. მისივე განმარტებით, მართლაც არსებობენ...

კახა კალაძე