"მაკლერმა, ნაქირავები ბინა 11 000 დოლარად მომაგირავა - ისარგებლა ჩემი გამოუცდელობით" - Exclusive tv-ს მოქალაქე დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ თაღლითობის მსხვერპლია
ხშირად ადამიანები მევახშეების და თაღლითური სქემის მსხვერპლნი ხდებიან. სწორედ ერთ-ერთი ასეთია იაგო, რომელიც მოტყუებული დარჩა და ახლა სამართალს სამართალდამცველების დახმარებით ეძებს.
მედიამაუწყებელ Exclusive tv-ს რედაქციას იაგო ოდიშვილი დაუკავშირდა, რომელმაც საკმაოდ მძიმე ისტორიის საჯაროდ მოყოლა გადაწყვიტა.
როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, თაღლითური სქემის მსხვერპლია და მას და მის მოხუც დედას ამ ზამთარში ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ.
როგორც იაგო ოდიშვილის მონაყოლიდან ვიგებთ, იგი სავარაუდოდ, ჯგუფური დანაშაულის მსხვერპლი გახდა, რადგან მაკლერმა ვინმე ს.ბ-მ, სხვის საკუთრებაში არსებული ბინა ჯერ დაიქირავა, შემდგომ კი ორი წლის ვადით იაგო ოდიშვილს 11 000 დოლარად მიაგირავა.
როგორც დაზარალებული ამბობს, მაკლერმა ს.ბ-მ მისი გამოუცდელობით ისარგებლა. ახლა საქმეს პოლიცია იკვლევს და თუ სამართალდამცველები დაადგენენ, რომ იაგო თაღლითური სქემის მსხვერპლია, დღის წესრიგში დგება 11 000 ამერიკული დოლარის უკან დაბრუნების საკითხი.
იაგო ოდიშვილი:
"აგვისტოს თვეში, ვეძებდი თბილისში ბინას გირაოთი. ვარ ყაზბეგიდან, მშრომელი პატიოსანი ადამიანი, რომ გითხრათ, ვერკვევი ქალაქის ცხოვრებასა თუ წესებში - თქო მოგატყუებთ, ამიტომ მიამიტურად მივენდე ადამიანს, რომელმაც სოციალური ქსელის საშუალებით მიპოვა და ბინის მოძებნაში დახმარება შემომთავაზა. აღნიშნულმა მაკლერმა, ახალგაზრდა გოგომ ვინმე ს.ბ-მ იმდენად დამარწმუნა, რომ ვენდე ბოლომდე. მითხრა, რომ მისი მეგობარი აგირავებდა ბინას 11 ათას დოლარში.
მიმიყვანეს, მაჩვენეს ბინა გლდანში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე, რა თქმა უნდა მომეწონა. შემდეგ კი მითხრა მაკლერმა, რომ ბინის მეპატრონე არის ვინმე ე.მ. და უნდა წავსულიყავით ხელშეკრულების გასაფორმებლად.
რადგან იპოთეკის ხელშეკრულებაზე უარი უთხრეს მას და შემომთავაზეს, რომ მოდით გავაფორმოთ სესხის ხელშეკრულებაო.
ისევ ჩემივე გამოუცდელობით, რადგან ნოტარიუსთან მივდიოდით მეგონა ყველაფერი რიგზე იყო, გააფორმეს სესხის ხელშეკრულება, სადაც მე იაგო ოდიშვილი ე.მ-ს ვაძლევ 11 ათას დოლარს, სანაცვლოდ 2 წლის ვადით ბინაში ცხოვრების უფლებით.
ჩვეულებრივად შედგა სანოტარო აქტი, სესხის ხელშეკრულებით. გამოვდივართ სანოტარო ბიუროდან და იღებს მაკლერი ს.ბ. ამ სანოტარო აქტს და ატრიალებს, სადაც უკანა მხარეს აქვს ცარიელი ფურცელი აქვს ბეჭედი, იქ ხელით წერს რაღაც ნაჯღაბნს და მაძლევს. თან მეუბნება, რომ ნებისმიერ საკითხზე ე.მ-ს კი არ დაუკავშირდე, არამედ დამიკავშირდი მეო, მე გადავიხდიო კომუნალურებს, ყველაფერსო და წავიდა.
დავიწყეთ ცხოვრება ამ ბინაში, გადის სამი თვე და ბინის ნამდვილი მეპატრონე მ.ბ. გამოჩნდა, რომელმაც ბინის სასწრაფოდ დაცლა მომთხოვა.
როგორ დავცალო ბინა, როცა მე დაგირავებული მაქვს-მეთქი?
აქ კი გაირკვა ყველაფერი.
სინამდვილეში რა მოხდა, ეს ბინა არც ე.მ-ს და არც ს.ბ-ს ეკუთვნის. მაკლერმა ს.ბ-მ ვებგვერდის საშუალებით იპოვა ბინის ნამდვილი მეპატრონე, მ.ბ. რომელიც აქირავებდა აღნიშნულ ბინას. რომელიც იქირავა მაკლერმა ს.ბ-მ ერთი წლის ვადით, წინასწარ გადაუხადა სამი თვის და შემდეგ კი ეს ბინა მომაგირავა მე ორი წლის ვადით.
ისე რომ აზრადაც არ მომსვლია გადამემოწმებინა, იყო თუ არა ეს ორი პიროვნებიდან, რომელიმე მესაკუთრე ნამდვილად.
ის მეპატრონეც და მეც ორივე ვართ დაზარალებული.
პოლიციაში შეტანილი გვაქვს საჩივარი თაღლითობაზე და მიღებული აქვთ მათ ეს საქმე.
ბინის ვითომ მეპატრონე ე.მ. დამალულია საერთოდ, ს.ბ. კი სისულელეებს გვწერს, ხან გვწერს რომ ფული დაგვიბრუნდება, ხან გვემუქრება, რომ არაფერს გადაგვიხდის და გარეთ აღმოვჩნდებით.
ჩვენი ოჯახის ადვოკატს კი თავს აცოდებს ნუ მწერ, თავს მოვიკლავ და ასე შემდეგო... გაქნილმა აფერისტებმა რომ იციან აი ეგრე. რაც მთავარია, ეს ს.ბ. მაკლერიც არის, შუამავალიც და ფული მაგან აიღო.
ვითხოვთ ჩვენი კუთვნილი თანხის დაბრუნებას. მყავს მოხუცი დედა, მე თავადაც ვარ სამჯერ გულზე ნაოპერაციები და ამდენი ნერვიულობით შეიძლება საერთოდ ვერც გადავიტანო ეს ამბავი ", - გვითხრა იაგო ოდიშვილმა.
ჩვენ შევეცადეთ მოგვეპოვებინა მაკლერის ს.ბ-ს პოზიცია, თუმცა მან არც მობილურ ზარებზე და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე გვიპასუხა.
სტატიას ვურთავთ იმ ხელშეკრულების და მიმოწერის ფოტოს, რომელიც იაგო ოდიშვილმა მოგვაწოდა.



"ექსკლუზივ ტვ"-ს რედაქციის გადაწყვეტილებით, ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე გამოძიების დასრულებამდე არ ვასაჯაროებთ მაკლერის ვინაობას.
1794329164
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით, რომ მოხდება ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზების კიდევ უფრო მეტად განვითარება მოხდეს
„ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც ჩვენი ქვეყანაა“, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი...
1794328054
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს - ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე“
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებებისა...
1794325945
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მი...
1794325582
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
„პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს მირეია აგუეროს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ს...
1794323319
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალი თაობებისთვის მშვიდობა იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში
„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მიღება. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამ...






























