"მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა იქნება და შესაბამისად ვიმოქმედებ" - ბადრი ჯაფარიძე

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ სამართლებრივად არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ მას პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

"დაველოდოთ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას.

ნათელია, რომ სამართლებრივად არანაირი საფუძველი არ არსებობს. დაველოდოთ, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“.

ჩემი მანდატი თუ შეწყდება, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა, ვიმოქმედებ შესაბამისად, წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება არ მინდა.

სამი წელიწადია, მიმდინარეობს სასამართლო დევნა, ესეც ამ დევნის გაგრძელებაა.

სამწუხაროდ, საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილებაც არის იგივე. დაველოდოთ, თვითონ სხდომაზე რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე უკვე იმსჯელა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს. კომიტეტის დასკვნა 14-18 თებერვლის კვირაში პლენარულ სხდომას წარედგინება. გადაწყვეტილების მიღება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით მოხდება.

სხვა სიახლეები:

🔳 ჩემი პროფესია ჩემი თვალია, თვალი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო - 5 ივლისს დაზარალებული ოპერატორი

🔳 „ჩემი მზის სხივი გაქრა ... მე ხომ არც ერთი დღე არ მიცხოვრია მის გარეშე დედამიწაზე” - სანდრა რულოვსს დედა გარდაეცვალა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773856106

ახალი ამბები

ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს რკინიგზა და თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება, უფასო ტრანსპორტი და დამატებითი რეისები დაინიშნება რეგიონებიდანაც

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელ...

საქართველოს მთავრობა

1773854422

სპორტი

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს, მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი

დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლ...

მაკა ბოჭორიშვილი

1773852826

ახალი ამბები

ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. „მისი უწმინდესობისა...

ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება

1773851404

ახალი ამბები

თბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდე...

თბილისის მერი

1773850207

ახალი ამბები

მეუფე შიო ილია მეორეზე: „არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში“

„მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ო...

მეუფე შიო