პრემიერი: დისკუსიას სთავაზობს მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტს და 2-3 დღეში ყოველგვარი დისკუსიის გარეშე აქციას აწყობ. სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია

ჩვენ, როდესაც პროექტი შევადგინეთ ამ კონცეფციის, შეხვედრა გავმართეთ 19 სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებთან, შემდეგ ბატონ გივის და მის მოადგილეს ჰქონდათ შეხვედრა კერძო უნივერსიტეტების რექტორებთან და იქ ყველას ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმათან დაკავშირებით გამართულ დებატებზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დრო იყო შეუზღუდავი.

“არავითარი შეზღუდვა დროზე. ყველას შეეძლო საკუთარი აზრის გამოხატვა. მათ შორის, დისკუსიაში შემოსვლა შეეძლო ქალბატონ ნინო დობორჯგინიძეს. ეს შევთავაზეთ, არა მარტო იქ, დისკუსიაში შემოსვლა, შემდეგ დისკუსიების გაგრძელება და მოხდა რა - 2 ძირითადი თეზისი ჰქონდა ქალბატონ ნინოს, ერთი, მან აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა უნდა განვითარებულიყო ისე, როგორც ჩაიფიქრეს უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა საქართველოში და მან აღნიშნა, რომ თბილისის ცენტრში განავითარეს მათ ინფრასტრუქტურა. ამაზე ჩემი პასუხი იყო ის, რომ ზუსტად როგორც ჩაიფიქრეს უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ინფრასტრუქტურა, ისე ვგეგმავთ ჩვენ ამ ინფრასტრუქტურის განვითარებას. როდესაც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ის დაფუძნდა თბილისის გარე უბანში, თბილისს გარეთ. ეს არის მარტივი მიდგომა, რომელიც ყველა თანამედროვე უნივერსიტეტის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების დროს მოქმედებს. ამიტომ, თავისივე თეზისი უკან შევუბრუნე, ოღონდ არგუმენტით. მეორე, რაც აღნიშნა, რატომ მარტო პედაგოგიური, იმიტომ, რომ ლოგიკიდან გამომდინარე ჩვენ ვთქვით, რომ ტრადიციული პროფილის შესაბამისად გადანაწილდებოდა სპეციალობები. კითხვა დასვა, რომ რატომ მარტო პედაგოგიური, როდესაც განვითარებულია სხვა მიმართულებებიც, რაზეც მე შევთავაზე დისკუსიების გაგრძელება და შევთავაზე ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე ერთად განგვესაზღვრა, რა უნდა ყოფილიყო ილიას უნივერსიტეტში, რა თსუ-ში, რა სხვა უნივერსიტეტებში. თან საუბარია სახელწმიფო უნივერსიტეტზე და პასუხად მივიღეთ რა, რომ არა დისკუსიების გაგრძელება, თან ჩვენ შევთავაზეთ, მთავრობის ხელმძღვანელი, განათლების მინისტრი, შევთავაზეთ ერთად გვემსჯელა ამასთან დაკავშირებით. 2 თუ 3 დღეში მივიღეთ აქცია ილიას უნივერსიტეტის აუდიტორიაში, საპროტესტო აქცია. დისკუსიას სთავაზობს მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტს და 2-3 დღეში ყოველგვარი დისკუსიის გარეშე აქციას აწყობ. არ ვიცი, საზოგადოებამ იმსჯელოს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ლოგიკურია ეს ყველაფერი. სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია.

იყო შეხვდედრა, 2 კითხვა დასვით, ორივეზე გიპასუხეთ. მერე ამაზე გქონდათ პასუხის შემობრუნების საშუალება და არ შემოგიბრუნებიათ იმიტომ, რომ რეალურად, მყარი იყო ჩემი პასუხები. რაც შეეხება გაგრძელებას, რა თქმა უნდა, დისკუსიები გაგრძელდებოდა, თქვენ რომ ამის სურვილი გამოგეხატათ. თქვენ წახვედით და გამართეთ მონოლოგის რეჟიმში საპროტესტო აქცია ილიას უნივერსიტეტის აუდიტორიაში. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება შედგეს დისკუსიები. თქვენ ჩაჭერით ყოველგვარი შესაძლებლობდა დისკუსიებისთვის. ეს არ არის სწორი მიდგომა. როგორ შეიძლება, გთავაზობთ მთავრობა, განათლების მინისტრი, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და აკადემიურ პერსონალს გთავაზობთ დისკუსიას და დისკუსიების საფუძველზე კვოტების განსაზღვრას და თქვენ გამოდიხართ და მონოლოგის რეჟიმში საპროტესტო აქციებს აწყობთ, ხელმოწერებს აორგანიზებთ. არაჯანსაღია. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, დემოკრატიაა. ხელმოწერებიც შეგიძლიათ შეაგროვოთ, მაგრამ როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მთავრობა გთავაზობთ საგნობრივ დისკუსიას, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გადანაწილდეს კვოტები და როდესაც მიდიხართ დისკუსიის ნაცვლად საპროტესტო აქციებს აწყობთ და ხელმოწერებს აორგანიზებთ, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა. ეს არის ჩემი მარტივი პასუხი”, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771092259

საზოგადოება

მარიამ ჭანტურია ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია

ლიუბლიანაში ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ ჭანტურიამ (-78 კგ). ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მან ბელგიელი ვიკი ვერხერი დაამარცხა. მანამდე მან ესპანელ, მონ...

მარიამ ჭანტურია

1771092040

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში

ახალგაზრდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად, ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატ...

ირაკლი კობახიძე

1771091978

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ყველა საფეხურის სწავლა, დაწყებული სკოლამდელით, დამთავრებული უმაღლესით, მხარდაჭერილი არის სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენს თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ფინანსურად უზრუნველყოთ ეს მიმართულებები

ყველა საფეხურის სწავლა (დაწყებული სკოლამდელით, დამთავრებული უმაღლესით) მხარდაჭერილი არის სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენს თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ფინანსურად უზრუნველყოთ ეს მიმართულებები, - განაცხადა...

გივი მიქანაძე

1771091627

საზოგადოება

მიქანაძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე: ყველაფერი გამომდინარეობს კონცეფციიდან, რომელიც 4 თვის წინ პრემიერმა წარადგინა, ყველას ვეუბნებოდით, თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, წარმოადგინეთ - 4 თვე გავიდა და ახლა ვისმენთ, რომ რაღაცით ხართ უკმაყოფილო

კანონმდებლობასთან დაკავშირებით ითქვა, აბსურდული და ფრაგმენტულიაო. არანაირი აბსურდული და ფრაგმენტული არ არის, ბატონო ლევან. ეს ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ჯერ დეკემბერში, ხოლო შემდეგ ერთი კვირის...

გივი მიქანაძე

1771091540

საზოგადოება

პრემიერი: მე, როდესაც ვამბობ, რომ მწირი რესურსი გვაქვს და ამ მწირ რესურსს სჭირდება ოპტიმალური გამოყენება, ეს არის არგუმენტი, შეიძლება, არ მოგეწონოთ ჩემი არგუმენტი და უნდა დაუპირისპიროთ თქვენი არგუმენტი, მაგრამ თქვენ არგუმენტი არ გაქვთ

მესამე გამოსვლა - ნული არგუმენტი, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში განათლების...

 ირაკლი კობახიძე