ირაკლი კობახიძე: საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის, აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას
საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის, აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართული დისკუსიისას.
პრემიერმა მიმართა საზოგადოებას, წარადგინონ თავიანთი არგუმენტები მთავრობის მიერ ინიცირებულ რეფორმასთან დაკავშირებით.
„სადაც არ უნდა წახვიდეთ, საჯარო თუ კერძო სექტორში, ყველგან არის სპეციალისტების პრობლემა. როდესაც ბიზნეს ასოციაცია ატარებს ხოლმე თავის პრეზენტაციებს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე წელია, სამეულში სახელდება ორი პრობლემა - ერთი, ზოგადად, სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე, კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი. ეს ეხება ყველა სფეროს. იურისტების დეფიციტია. 3600 აბარებს, 700 გვჭირდება და დეფიციტი გვაქვს. იგივე ეხება ეკონომიკას, ბიზნესის ადმინისტრირებას. გვაქვს სერიოზული პრობლემები ფუნდამენტური მეცნიერებების მიმართულებით. გვაქვს პრობლემები ტექნიკურ სფეროში. ტექნიკურში აქამდე თვითონ განსაზღვრავდნენ უნივერსიტეტები რამდენი უნდა ჩარიცხულიყო. რომ აიღოთ თანაფარდობა, ალბათ 10%-ია ტექნიკური მიმართულებით ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ია. ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში, ახალგაზრდებში იყო მაღალი მოთხოვნა ბიზნესზე და სამართალზე და შესაბამისად, გაივსო ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტები იურისტებით, ბიზნესით და ერთგვარი გერი გახდა საკუთარ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება.
მოთხოვნა არის მშენებლებზე, ინჟინრებზე, საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის. აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას. ჩვენ წარვადგინეთ ამის კონცეფცია - 7 გამოწვევა, 7 ამოცანა. ჩვენი თხოვნაა საზოგადოების მიმართ, ჩვენ განვსაზღვრეთ 7 გამოწვევა, 7 ამოცანა. არავინ არ არის შეუმცდარი. იქნებ ვცდებით. გვითხარით არგუმენტები, ალტერნატივა, ეს არის ჩვენი თხოვნა, მაგრამ ერთი თვე ისე გავიდა, არც ერთ პუნქტთან დაკავშირებით არგუმენტები არ გვესმოდა“, - განაცხადა პრემიერმა.
1772955954
ახალი ამბებიზურაბ აბაშიძე: დღეს მინდა ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას
თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს, რომლებმაც ეს წოდება 2025 წელს მიიღეს. ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის, ტელევიზიის, ლიტერატურის და მეცნიერე...
1772953430
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებითაზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული შ.ჰ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნ...
1772953316
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...
1772953151
ახალი ამბებიპოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა დ...
1772950806
ახალი ამბებიჯანდაცვის მინისტრმა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა
ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ მეცნიერს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა ეთერ ქემერტელიძის გამორჩეულ მეცნიერულ...































