მარიამ ლაშხი ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევაზე: იმედი მაქვს, რომ ამ საქციელის უკან დგას გერმანიის სურვილი, საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები შენარჩუნდეს

გერმანიის ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევას მმართველ გუნდში ეხმიანებიან. ამბობენ, რომ ელჩი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდა, რითაც ვენის კონვენციის 41-ე მუხლს არღვევდა. სახელისუფლებო პარტიაში იმედოვნებენ, რომ ელჩის გაწვევა კონსულტაციებისთვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შენარჩუნებას ემსახურება.

„იმ განცხადებებითა და ქცევით თუ ვიმსჯელებთ, რასაც ბოლო პერიოდი განმავლობაში გერმანიის დიპლომატი საქართველოში აკეთებდა, ეს არის ერთი მხრივ შიდა საქმეებში ჩარევა და ვენის კონვენციის 41-ე მუხლის უხეში დარღვევა. ამით ალბათ სახე შეუნარჩუნეს ბატონ პიტერს და იმედი მაქვს, რომ ამ საქციელის უკან დგას გერმანიის სურვილი, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები შენარჩუნდეს. იმედი მაქვს, ეს იქნება ერთგვარი მაგალითი თუ როგორ არ უნდა მოიქცეს დიპლომატი ქვეყანაში“, - მიიჩნევს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ქვეყნის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა გადაწყვიტა. ინფორმაცია უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760938329

საზოგადოება

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთ...

 ნარკოდანაშაული ნარკოდანაშაული

1760937135

ახალი ამბები

პოლიციამ რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გა...

პოლიციამ რუსთავში

1760937050

ახალი ამბები

გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება. ქართულ დელეგაციას ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ...

გეკა გელაძე

1760905434

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აქტიურად ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, რათა მივიღოთ ახალი, ბევრად უფრო დახვეწილი სახელმძღვანელოები, რომლებიც იქნება დაფუძნებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე

 ჩვენ ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებ...

ირაკლი კობახიძე

1760903033

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამოვაცხადებთ ადგილების რაოდენობას იმის მიხედვით, რაც კვლევიდან გამომდინარე ბაზრის დაკვეთა იქნება, ამან შეიძლება გაზარდოს სხვადასხვა მიმართულებებზე კონკურენცია

 ეს არის ის პრობლემები, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, ყოველდღიურ რეჟიმში ამ ყველაფერს ვაწყდებით და ვხედავთ. ვინმემ რომ თქვას, რომ ეს ასე არ არის, არასერიოზულად იქნება საზოგადოების მხრიდან აღქმული, - განა...

გივი მიქანაძე