გივი მიქანაძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამოვაცხადებთ ადგილების რაოდენობას იმის მიხედვით, რაც კვლევიდან გამომდინარე ბაზრის დაკვეთა იქნება, ამან შეიძლება გაზარდოს სხვადასხვა მიმართულებებზე კონკურენცია

ეს არის ის პრობლემები, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, ყოველდღიურ რეჟიმში ამ ყველაფერს ვაწყდებით და ვხედავთ. ვინმემ რომ თქვას, რომ ეს ასე არ არის, არასერიოზულად იქნება საზოგადოების მხრიდან აღქმული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების რეფორმაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ პრობლემების დაჯგუფება, ერთიანად თავმოყრა და კონკრეტული მიმართულებებით დახარისხება მოხდა, რათა შემდგომში ემსჯელათ, როგორ შეიძლება მათი გადაწყვეტა.
მიქანაძემ განმარტა, თუ ვის შეეხება განათლების სფეროში განხორციელებული ცვლილებები.
„ეს პროცესები შეეხება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 2026 წლიდან გახდებიან სტუდენტები. ეს არ შეეხება მოქმედ სტუდენტებს. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ იმ სისტემით გააგრძელონ სასწავლო პროცესი, რომლითაც ჩააბარეს.
ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამოვაცხადებთ ადგილების რაოდენობას იმის მიხედვით, რაც კვლევიდან გამომდინარე ბაზრის დაკვეთა იქნება. ამან შეიძლება, გაზარდოს სხვადასხვა მიმართულებებზე კონკურენცია. შემდეგი წელი იქნება პილოტური რეჟიმის კომპონენტი, როდესაც პირველად 4+2-ის ნაცვლად 3+1 სისტემა დაინერგება“, - აღნიშნა მინისტრმა.
გივი მიქანაძემ ასევე ისაუბრა პროფესორ-მასწავლებლებზეც და აღნიშნა, რომ განათლების სექტორი დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკისგან.
„განათლების სექტორის ნებისმიერი საფეხური დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკისგან. ის, ვინც მავნებლობს და ცდილობს, ბოროტად გამოიყენოს თავისი პოზიცია იმისთვის, რომ გარკვეული იდეოლოგიური პოლიტიკური მიმართულებები დანერგოს, ის რა თქმა უნდა, მოქმედებს ამ პრინციპის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ რომელიმე ადამიანმა თავისი პროფესორ-მასწავლებლობა თუ აღმზრდელობა გამოიყენოს გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.
1760891737
ახალი ამბებინიკოლა სარკოზი: ციხის არ მეშინია
საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ „პატიმრობის არ ეშინია“,- ამის შესახებ მან La Tribune Dimanche- თან ინტერვიუში განაცხადა. სარკოზიმ განაცხადა, რომ მოახლოებულ პატიმრობას მ...
1760889698
ახალი ამბებიშვედეთის თავდაცვის მინისტრი ევროპას „საომარ რეჟიმზე“ გადასვლისკენ მოუწოდებს
შვედეთის თავდაცვის მინისტრი პოლ იონსონი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ჰიბრიდული ოპერაციების გაძლიერება ევროპული სახელმწიფოებისგან გადამწყვეტ რეაგირებას და შესაძლო ომისთვის მომზადებას მოითხოვს. მისი თქმი...
1760886363
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: თუ ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია, ის ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს, რადიკალიზმით არ იყოს დაკავებული და უკანონოდ არ კეტავდეს ქუჩას
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს. ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ თუ სან...
1760883704
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა, ასევე, ადმინისტრაციული წარმოება 13 პირის მიმართ მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა, ასევე, ადმინისტრაციული წარმოება 13 პირის მიმართ მიმდინარეობს, - განაცხადა შს მინ...
1760882894
ახალი ამბებილაშხი ევროკავშირის საელჩოს მხრიდან დაფინანსებულ ვიდეოზე: ამაზრზენია, როდესაც, ევროპის დროშას ამოფარებულები, ევროპის დაფინანსებით, მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ
„ამაზრზენია, როდესაც, ევროპის დროშას ამოფარებულები, ევროპის დაფინანსებით, მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თა...