ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის
ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1984 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, კერძოდ: წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
1760941460
საზოგადოებასოზარ სუბარი: სცადოს რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და თეთრ სახლთან ან კონგრესთან ყოველდღე გადაკეტოს ქუჩა - ნახავენ, რას მოიმოქმედებს აშშ-ის ხელისუფლება და იქაური პოლიცია
თეთრ სახლთან არის პენსილვანიის ავენიუ - სცადონ აბა და ყოველდღე, რამდენიმე საათით, ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე ათეულმა კაცმა გადაკეტოს ხოლმე ეს ქუჩა; ან, მაგალითად, ვაშინგტონში, კონგრესის გვერდით...
1760939215
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ოქტომბერს საქართველოში
20 ოქტომბერს, ქუთაისში იწვიმებს, დღისით +15 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება,...
1760937135
ახალი ამბებიპოლიციამ რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გა...
1760937050
ახალი ამბებიგეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება. ქართულ დელეგაციას ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ...
1760936575
საზოგადოებამარიამ ლაშხი ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევაზე: იმედი მაქვს, რომ ამ საქციელის უკან დგას გერმანიის სურვილი, საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები შენარჩუნდეს
გერმანიის ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევას მმართველ გუნდში ეხმიანებიან. ამბობენ, რომ ელჩი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდა, რითაც ვენის კონვენციის 41-ე მუხლს არღვევდა. სახელისუფლებო პარტიაში იმედ...