შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი არგუმენტები არის აბსოლუტურად მყარი, იმისთვის, რომ მოვითხოვოთ ამა თუ იმ პარტიის საქმიანობის აკრძალვა

დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი არგუმენტები არის აბსოლუტურად მყარი, 100%-იანი არგუმენტები, იმისთვის, რომ მოვითხოვოთ ამა თუ იმ პარტიის საქმიანობის აკრძალვა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს უკავშირდება.
„ყველაფერს ამოიკითხავთ სარჩელში, დასაბუთებულია ყველაფერი, საინტერესო გასაცნობი იქნება საზოგადოებისთვის, რა არგუმენტებით ვასაბუთებთ ჩვენს სასარჩელო მოთხოვნებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი არგუმენტები არის აბსოლუტურად მყარი, 100%-იანი არგუმენტები, იმისთვის, რომ მოვითხოვოთ ამა თუ იმ პარტიის საქმიანობის აკრძალვა. ჩვენ ვუყურებთ იმას, არის ამა თუ იმ პარტიის ჩართულობა ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში, ასევე ხარისხს, თუ როგორ უქმნის ესა თუ ის პარტია საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე - „მოითხოვს თუ არა „ქართული ოცნება“ მაგალითად გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვას, თუ რახან ისინი პარლამენტში შემოვლენ, შესაძლებელია, რომ ამ ფაქტორის გამო არ დააყენოთ ეს მოთხოვნა?“ - პაპუაშვილმა ასე უპასუხა:
„პარლამენტში საქმიანობას კავშირი არ აქვს პარტიასთან დაკავშირებით მიმართვაზე. მაგალითად მოლდოვაში აკრძალეს ერთ-ერთი პარტია, რომელსაც წევრები ჰყავდა პარლამენტში. ასე რომ ეს ურთიერთდაკავშირებული საკითხი არ არის. ჩვენი სარჩელი ეყრდნობა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობას. 450-გვერდიანი დასკვნა არის კომისიის, ყველას შეუძლია გაეცნოს და ამოიკითხავს ამ დასკვნაში მათ შორის, ვინ არიან კანდიდატები, რომლებიც [შეიძლება] ჩვენს სარჩელში აღმოჩნდნენ“.
1760945671
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ქალბატონ კოსს დღემდე არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, მათ შორის იმ ხალხის მხრიდან, ვისაც ევროკავშირი აფინანსებს
შესაძლებელი რომ იყოს, იმ მილიონ 107 ათას ამომრჩეველს დავაყენებდით ქალბატონ მარტა კოსის სახლთან, რომ მოესმინა მათი ხმისთვის. როგორც ჩანს, ქალბატონი კოსი სელექციურად უდგება საქართველოს. მისთვის ქართველი...
1760942729
მსოფლიობოლივიის საპრეზიდენტო არჩევნებში როდრიგო პაზმა გაიმარჯვა
ბოლივიაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სენატორმა როდრიგო პაზ პერეირამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მას მხარი ამომრჩეველთა 54.5%-მა დაუწირა, მის ოპონენტს, კონსერვატორ ხორხე ქიროგას კი 45,5...
1760941460
საზოგადოებასოზარ სუბარი: სცადოს რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და თეთრ სახლთან ან კონგრესთან ყოველდღე გადაკეტოს ქუჩა - ნახავენ, რას მოიმოქმედებს აშშ-ის ხელისუფლება და იქაური პოლიცია
თეთრ სახლთან არის პენსილვანიის ავენიუ - სცადონ აბა და ყოველდღე, რამდენიმე საათით, ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე ათეულმა კაცმა გადაკეტოს ხოლმე ეს ქუჩა; ან, მაგალითად, ვაშინგტონში, კონგრესის გვერდით...
1760939215
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ოქტომბერს საქართველოში
20 ოქტომბერს, ქუთაისში იწვიმებს, დღისით +15 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება,...
1760938329
საზოგადოებაცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთ...