სოზარ სუბარი: საქართველოში არჩევნები ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე, ორგანიზებულად, გამარჯვება გარანტირებულია და არც არის სხვა მოლოდინი - ვერანაირი გადატრიალება ვერ მოხდება, რადგან ხელისუფლება არის საკმარისად ძლიერი

 საქართველოში არჩევნები ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე, ორგანიზებულად, გამარჯვება გარანტირებულია და არც არის სხვა მოლოდინი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.

„რაც შეეხება გადატრიალებას, ვერანაირი გადატრიალება ვერ მოხდება და არ მოხდება, რადგან ხელისუფლება არის საკმარისად ძლიერი, საზოგადოების დიდი ნაწილი არის ერთ აზრზე, რომ არ უნდა დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში არეულობა, რადგან ამ არეულობის შედეგი იქნება ომი და უბედურება, ქვეყნის დანგრევა და ჩვენ ასეთი არაერთხელ გამოვცადეთ. ეს მწარე გამოცდილებაა, რომელიც უბიძგებს ქართველ ხალხს, რომ მოახდინოს კონსოლიდაცია იმ ძალის ირგვლივ, რომელიც იცავს ქვეყანაში მშვიდობას.

როცა ექსცესების მოსურნე არის ძალიან ბევრი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, ბუნებრივია ამის მცდელობები იქნება, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს საკმარისი ძალა იმისთვის, რომ აღკვეთოს ნებისმიერი მსგავსი გამოვლინება. ეს ძალიან კარგად იციან ამ ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლებმაც, ამიტომაც ისწრაფვიან ციხისკენ, რომ თავიანთ დაპირებებს გაექცნენ.

ერთია, რომ მათ არ შეუძლიათ გადატრიალების მოწყობა, მაგრამ მათ შეუძლიათ ექსცესების მოწყობა, რასაც შეიძლება მოჰყვეს ნგრევა, რაც ვნახეთ ბოლო პერიოდში“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758476419

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ჩავიდა

 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მიხეილ ყაველაშვილის თვითმფრინავი ნიუ-იორკში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლე...

მიხეილ ყაველაშვილი:

1758474185

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტზე: ჩვენი მხრიდან ცალსახად ხაზი გაესვა ჩვენს მოტივაციას და ჩვენს მიზანს, რომ გავზარდოთ პირდაპირი ინვესტიციები საამიროებიდან საქართველოს მიმართულებით

 ჩვენს ქვეყანაში ამხელა მოცულობის ინვესტიცია არასდროს განხორციელებულა. ექვსი მილიარდიდან, ექვს ნახევარ მილიარდ დოლარამდე მერყეობს ინვესტიციის მოცულობა, რომელიც გულისხმობს ორი უმსხვილესი პროექტის განხო...

მარიამ ქვრივიშვილი

1758470966

მსოფლიო

ისრაელის საგარეო უწყება აცხადებს, რომ პალესტინის აღიარება ძირს უთხრის მომავალ მშვიდობას და აძლიერებს „ჰამასს“

 „ისრაელი კატეგორიულად უარყოფს დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გაკეთებულ ცალმხრივ განცხადებას“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხა...

ისრაელი

1758469686

საზოგადოება

კახა კალაძე ჩუღურეთის რაიონის ამომრჩეველს: ძალიან მეამაყება, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ასე ძლიერად ვართ წარმოდგენილი და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება, თქვენი, ჩვენი მხარდამჭერებისა და თანამებრძოლების დამსახურებაა

 მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ, როგორი შემართება და დიდი მუხტია. ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“ დღეს ასე ძლიერად ვართ წარმოდგენილი და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურ...

კახა კალაძე

1758468365

სპორტი

„ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტის თარიღი ცნობილია

 „ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტის თარიღი ცნობილია. გამოცემა „დეილი მეილის“ ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე ინგლისურ გრანდში 23 სექტემბერს, კარაბაოს თასზე გასამართ შეხვედრ...

მამარდაშვილი