სოზარ სუბარი რადიკალებზე: მათ იციან, რომ ქართველ ხალხში არ აქვთ ნდობა. ამიტომ, ისინი მხარდაჭერას ეძებენ ქვეყნის გარედან. ეს არის სწორედ სუვერენიტეტზე სრული უარის თქმა. ეს არის მონობის გაფორმება უცხო ქვეყნებზე

მათ იციან, რომ ქართველ ხალხში არ აქვთ ნდობა. ამიტომ, ისინი ერთადერთი მხარდაჭერას ეძებენ ქვეყნის გარედან. ეს არის სწორედ სუვერენიტეტზე სრული უარის თქმა. ეს არის მონობის გაფორმება უცხო ქვეყნებზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა რადიკალებზე საუბრისას.
მან ისაუბრა ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესებზე, რომელშიც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებისგან განსხვავებით, აქტიურად არიან ჩართული. მისივე თქმით, სამგორში მოსახლეობას შეხვედრებზე არ უნახავს ოპოზიციის კანდიდატი, რომელიც მათ რაიმეს გაკეთებას დაჰპირებოდა.
„არავის უნახავს კანდიდატი, რომელიც მივა და ხალხს ეტყვის: აი, საბავშვო ბაღს გავაკეთებ, ან ასფალტს დავაგებ, ან რაიმეს გავაკეთებ. რატო? იმიტომ, რომ მათ არაფერი აქვთ სათქმელი, რადგან მათ იციან, რომ ქართველ ხალხში მათ არ აქვთ ნდობა. ამიტომ, ისინი ერთადერთი მხარდაჭერას ეძებენ ქვეყნის გარედან. ეს არის სწორედ სუვერენიტეტზე სრული უარის თქმა. ეს არის მონობის გაფორმება უცხო ქვეყნებზე, რასაც კარგად ხედავს ხალხი და ამის მიხედვითაც გააკეთებს არჩევანს. რა თქმა უნდა, ისინი გარკვეულ ხმებს მიიღებენ, ეს არა იმიტომ, რომ რომელიმე კანდიდატს ვინმე იცნობს, თუნდაც, იგივე სამგორში, არამედ უბრალოდ, არის ადამიანების საზოგადოება, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და მათ არ აინტერესებთ, ვინ არის კანდიდატი. წავლენ და ხმას მისცემენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ერთად გამოვდივართ“, - აღნიშნა სუბარმა.
1758476419
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ჩავიდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მიხეილ ყაველაშვილის თვითმფრინავი ნიუ-იორკში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლე...
1758474185
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტზე: ჩვენი მხრიდან ცალსახად ხაზი გაესვა ჩვენს მოტივაციას და ჩვენს მიზანს, რომ გავზარდოთ პირდაპირი ინვესტიციები საამიროებიდან საქართველოს მიმართულებით
ჩვენს ქვეყანაში ამხელა მოცულობის ინვესტიცია არასდროს განხორციელებულა. ექვსი მილიარდიდან, ექვს ნახევარ მილიარდ დოლარამდე მერყეობს ინვესტიციის მოცულობა, რომელიც გულისხმობს ორი უმსხვილესი პროექტის განხო...
1758470966
მსოფლიოისრაელის საგარეო უწყება აცხადებს, რომ პალესტინის აღიარება ძირს უთხრის მომავალ მშვიდობას და აძლიერებს „ჰამასს“
„ისრაელი კატეგორიულად უარყოფს დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გაკეთებულ ცალმხრივ განცხადებას“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხა...
1758469686
საზოგადოებაკახა კალაძე ჩუღურეთის რაიონის ამომრჩეველს: ძალიან მეამაყება, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ასე ძლიერად ვართ წარმოდგენილი და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება, თქვენი, ჩვენი მხარდამჭერებისა და თანამებრძოლების დამსახურებაა
მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ, როგორი შემართება და დიდი მუხტია. ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“ დღეს ასე ძლიერად ვართ წარმოდგენილი და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურ...
1758468365
სპორტი„ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტის თარიღი ცნობილია
„ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტის თარიღი ცნობილია. გამოცემა „დეილი მეილის“ ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე ინგლისურ გრანდში 23 სექტემბერს, კარაბაოს თასზე გასამართ შეხვედრ...