სოზარ სუბარი: ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების. ეს არის ძალიან დიდი კომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ვერ მოხერხდება მისი შეჩერება, რადგან გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი

 წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ვინმე კელი დეგნანის ერთი განცხადება შოკში აგდება მთელს ქართულ საზოგადოებას და განსაკუთრებით პოლიტიკურ სპექტრს, ეს დრო აღარ არის უკვე, სუვერენიტეტი განმტკიცდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.

„დღეს ჩვენ ვუყურებთ ძალიან პრაგმატულად იმ განცხადებებს, რომლებიც კეთდება ჩვენი ქვეყნის მიმართ, კარგად ვარჩევთ ავს და კარგს, კარგად ვარჩევთ ვინ არის მეგობარი და ვინ არა, ვისი განცხადებაა ქვეყნისთვის სასარგებლო და ვისი საზიანო და შესაბამისად ვაყალიბებთ ჩვენს დამოკიდებულებას.

ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების. ეს არის ძალიან დიდი კომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ვერ მოხერხდება მისი შეჩერება, რადგან გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი. თუმცა რომც მოხდეს, ეს არის მხოლოდ 9 თვიანი პროცედურა.

ვიზალიბერალიზაციის შეჩრების გათვლა არის მასობრივი პროტესტის გამოწვევა. ქართულ საზოგადოებას არჩევანი აქვს 9 თვიან შეჩერებასა და ომში ჩართვის საფრთხეს შორის.

ჩვენ პირველ რიგში ჩვენი სუვერენიტეტი და ღირებულებები უნდა დავიცვათ, ეს არის უმთავრესი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ომში ჩართვაზე მოგვიწოდებდნენ, თუ „ქართული ოცნების“ ლიდერები ვინმეს აბრალებდნენ რაღაცას, მგონი იმავეს ვერ იტყვიან პოლონეთის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტზე, რომელმაც თქვა, რომ იყო მცდელობა და ზეწოლა პოლონეთზე, რომ გამხდარიყო ომის მხარე. ქვეყანა, რომელიც არის ევროკავშირის წევრი, ნატოს წევრი, 1 ტრილიონი ეკონომიკა აქვს და 40 მილიონამდე მოსახლეობა ჰყავს. ამ ქვეყანაზე იყო ზეწოლა და ვის წარმოუდგენია, რომ საქართველოზე არ იქნებოდა ზეწოლა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758476419

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ჩავიდა

 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მიხეილ ყაველაშვილის თვითმფრინავი ნიუ-იორკში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლე...

მიხეილ ყაველაშვილი:

1758474185

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტზე: ჩვენი მხრიდან ცალსახად ხაზი გაესვა ჩვენს მოტივაციას და ჩვენს მიზანს, რომ გავზარდოთ პირდაპირი ინვესტიციები საამიროებიდან საქართველოს მიმართულებით

 ჩვენს ქვეყანაში ამხელა მოცულობის ინვესტიცია არასდროს განხორციელებულა. ექვსი მილიარდიდან, ექვს ნახევარ მილიარდ დოლარამდე მერყეობს ინვესტიციის მოცულობა, რომელიც გულისხმობს ორი უმსხვილესი პროექტის განხო...

მარიამ ქვრივიშვილი

1758470966

მსოფლიო

ისრაელის საგარეო უწყება აცხადებს, რომ პალესტინის აღიარება ძირს უთხრის მომავალ მშვიდობას და აძლიერებს „ჰამასს“

 „ისრაელი კატეგორიულად უარყოფს დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გაკეთებულ ცალმხრივ განცხადებას“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხა...

ისრაელი

1758469686

საზოგადოება

კახა კალაძე ჩუღურეთის რაიონის ამომრჩეველს: ძალიან მეამაყება, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ასე ძლიერად ვართ წარმოდგენილი და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება, თქვენი, ჩვენი მხარდამჭერებისა და თანამებრძოლების დამსახურებაა

 მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ, როგორი შემართება და დიდი მუხტია. ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“ დღეს ასე ძლიერად ვართ წარმოდგენილი და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურ...

კახა კალაძე

1758468365

სპორტი

„ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტის თარიღი ცნობილია

 „ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტის თარიღი ცნობილია. გამოცემა „დეილი მეილის“ ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე ინგლისურ გრანდში 23 სექტემბერს, კარაბაოს თასზე გასამართ შეხვედრ...

მამარდაშვილი