მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის წარმოადგენს სტრატეგიულ ეტაპს ორმხრივ ურთიერთობებში

ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის წარმოადგენს სტრატეგიულ ეტაპს ორმხრივ ურთიერთობებში. ვაჭრობის ლიბერალიზაციის მიღმა, შეთანხმება ქმნის საფუძველს, უფრო ღრმა და მრავალფეროვანი თანამშრომლობისთვის არაბეთის გაერთიანებული საამიროების ინსტიტუტებთან რამდენიმე პრიორიტეტულ სექტორში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

საამიროების გამოცემა Gulf News - სთან ინტერვიუში მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ვითარდება, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბი, ხოლო ქვეყნის ეროვნული ფართოზოლოვანი განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს მონაცემთა ცენტრებისა და შავი ზღვის წყალქვეშა ციფრული კორიდორების შექმნას.

„მოხარულები ვიქნებით, თუ არაბეთის გაერთიანებული საამიროები და საქართველო აქტიურად ითანამშრომლებენ ციფრული ტრაფიკის გაცვლის მიმართულებით, რათა ევროპა და აზია ჩვენი ტერიტორიების გავლით დაუკავშირდნენ ერთმანეთს. გარდა ამისა, საქართველოს მიმზიდველი საგადასახადო რეჟიმი IT კომპანიებისთვის და ახალგაზრდული, მრავალენოვანი სამუშაო ძალა გვაქცევს იდეალურ პარტნიორად რეგიონული ტექნოლოგიური განვითარებისათვის,“ - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ინტერვიუში ასევე გაამახვილა ყურადღება ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სექტორში. მისი თქმით, ამ მიმართულებით არაბეთის საამიროები უკვე წარმოდგენილია საქართველოში — Masdar-ისა და საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ფონდის თანამშრომლობის გზით, რომელიც საქართველოში მზის ენერგიის განვითარებას უწყობს ხელს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761037930

საზოგადოება

დღეის მდგომარეობით, 14,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაბარებულია, ფერმერებმა 4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე...

ვაშლი ჩაბარებული

1761035344

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია არასამთავრობოთა დაფინანსების სქემაზე: დარწმუნებული ვარ, ანტიკორუფციული ბიურო დაინტერესდება ამ ორგანიზაციის საქმიანობით

დარწმუნებული ვარ, ანტიკორუფციული ბიურო დაინტერესდება ამ ორგანიზაციის საქმიანობით და თითოეული იმ ტრანზაქციით, რომელიც განხორციელდა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია „...

ირაკლი კირცხალია

1761034683

საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედ...

საგამოძიებო სამსახურ

1761034418

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ყველა მხრივ ცდილობენ ეს ჯგუფები, კოლექტიური გიგაურებით, ლომჯარიებით, ე.წ. იურისტებით, ვიღებთ კანონს, სხედან და ეძებენ გზებს როგორღაც კიდევ დაგირღვიონ კანონი, გააგრძელონ ეს დესტრუქცია. ამის საშუალებას არ მივცემთ

ყველა მხრივ ცდილობენ ეს ჯგუფები, კოლექტიური გიგაურებით, ლომჯარიებით, ე.წ. იურისტებით, ვიღებთ კანონს, სხედან და ეძებენ გზებს როგორღაც კიდევ დაგირღვიონ კანონი, გააგრძელონ ეს დესტრუქცია, - განუცხადა ჟურნ...

ირაკლი კირცხალია

1761034226

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ქვეყანაში მოქმედებენ ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც დემონსტრაციულად მიყვებიან ბინძურ, დესტრუქციულ სცენარს, მაგრამ მათ წინააღმდეგ სრული სიმკაცრით მოქმედებს კანონი

ქვეყანაში მცირე რაოდენობით ექსტრემისტული ჯგუფები დარჩა, რომლებიც პირდაპირ დახელფასებული არიან; დღე არ გავა, ჩვენ არ ვნახოთ ის გზები, რითაც ხდება კანონის გვერდის ავლით მათი დაფინანსება, - განაცხადა საპ...

 ირაკლი კირცხალია