პრემიერი: 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი, ასევე ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის დადასტურება

საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-ის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდება.
„დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით პროექტს, რომელიც თავისი შინაარსითა და მოცულობით ახალ, ისტორიულ თავს წერს ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში. საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, მსოფლიო დონის დეველოპერი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა.
უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პროექტის სულისჩამდგმელს, ბატონ მოჰამედ ალაბარს და ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი და, ამავე დროს, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ნათელი დადასტურება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ გრანდიოზულ პროექტებს ახორციელებს Eagle Hills-ი, დეველოპერი, რომლის სახელიც საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდება. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ იზიდავს ჩვენი ხელისუფლების მიერ შექმნილი სტაბილური, პროგნოზირებადი და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ბიზნესის საერთაშორისო ლიდერებს”, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის მასშტაბი შთამბეჭდავია, საუბარია სრულიად ახალი, თანამედროვე ურბანული ეკოსისტემების შექმნაზე.
„თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე, შენდება ახალი მწვანე ქალაქი - მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, იქმნება შავი ზღვის სანაპიროს ახალი მარგალიტი - პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“, - განაცხადა პრემიერმა.
1761051800
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უდიდესი შესაძლებლობაა, საქართველომ გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე
დასრულებულია მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები, რათა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლოს 73 ქვეყნიდან ჩამოსულ 2300-ზე მეტ ძალიან მაღალი რანგის სტუმარს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში თბილისში მნიშ...
1761051784
ახალი ამბებივეტერინარული მანიპულაციები 4249 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილია 4249...
1761050627
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ემაარ ჯგუფის პროექტი „იგლ ჰილს საქართველო გახდება ფლაგმანი ქართული დეველოპმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიაში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო „იგლ ჰილს საქართველოს” ოფისის და საპრეზენტაციო სივრცის ინაუგურაციის ცერემო...
1761050331
ახალი ამბებიქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბაიკერი დაიღუპა
ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბაიკერი დაიღუპა. შემთხვევა ქუთაისის გასასვლელში, სამტრედიის გზაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.
1761049290
საზოგადოებაგიორგი მამაცაშვილი ISFED-ის კვლევაზე: იმდენად კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, სასაცილო რომ არ იყოს, სატირალი იქნებოდა. როცა უნდოდათ, დახურავდნენ ტელევიზიებს და გამომცემლობა „სამშობლოდან“ წიხლისკვრით ყრიდნენ მედიასაშუალებებს
მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი ორგანიზაცია ISFED-ის კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც იგი აღნიშნავს, იმდენად კლინიკური შემთხვევაა,...