პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ლომბარდში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი კოდის მქონე მობილური ტელეფონის დალომბარდებას ცდილობდა. ნივთმტკიცებად ამოღებული ყუთის გახსნისას აღმოჩნდა, რომ ყუთში რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონის მსგავსი საგანი იდო.

გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად, სხვადასხვა ლომბარდში მობილური ტელეფონების მსგავსი, 6 იმიტირებული ნივთი დაალომბარდა, რითაც კომპანიებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი დააკავეს, ხოლო დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირის დასაკავებლად შესაბამისი საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ნივთმტკიცებად ამოღებულია თაღლითური გზით მითვისებული თანხის ნაწილი და მობილური ტელეფონის იმიტირებული მოდელები, ასევე, გაყალბებული საგარანტიო საბუთები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 19-180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789591788

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი

ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევა...

ლევან მახაშვილ

1789590459

საზოგადოება

ლევან მახაშვილი მარტა კოსზე: მან წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან. ფაქტია, რომ გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს

„მან [მარტა კოსი] წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისარ მარტა კოსის იმ განცხადები...

ლევან მახაშვილი

1789589791

საზოგადოება

ლევან მახაშვილი გვარამია-ჯაფარიძის ნორვეგიის ელჩთან ფარულ შეხვედრაზე: წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა შემდგომი რადიკალიზაციის წყარო იყო

ყველაზე დასანანი და შეიძლება გასაკვირიც ის არის, რომ ნორვეგიის ელჩი სულ ახალი ჩამოსულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა...

ლევან მახაშვილი

1789588685

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: სრულიად ლოგიკურ დაპირისპირებას ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე - ამ პარტიებს არასდროს უმოქმედიათ საქართველოს ინტერესებით

ეს პარტიები არასდროს არ ყოფილან საქართველოს ინტერესებით მოქმედნი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით. დეპუტატი...

ლევან მახაშვილი

1789588233

საზოგადოება

ლევან მახაშვილი გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე: პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა

პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საკონსტიტუტუციო სარჩელში პ...

ლევან მახაშვილი