თენგო თევზაძე: ოპოზიციური ალიანსი რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არ არსებობს
„ოპოზიციური ალიანსი იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არის დისფუნქციური“, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ გენერალურმა მდივანმა თენგო თევზაძემ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
თევზაძე საუბრობს პროტესტის საწყის ეტაპზე, ასევე, ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაციის გაწყვეტაზე და გამოთქვამს წუხილს, თითქოს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები გაჟღერდა.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ალიანსის ის ანონსი, რომელიც 31 მარტს გააკეთა 26 მაისთან დაკავშირებით და საზოგადოების მობილიზაცია და ეს ძირითადად თბილისს ეხებოდა, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა მაშინ აქციაზე და იყო ასე ვთქვათ, ძალიან დიდი პროტესტი, დიდი რაოდენობრივად ძალიან ბევრი ადამიანი აქციაზე. ჩვენ ვთქვით, რომ ეს მობილიზაციის კამპანია გაგრძელდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით და შემდეგ იქნებოდა კიდევ.
ჩვენ ვხედავთ და ვხედავდით, რომ უკვე 27 მაისიდან რატომღაც კოორდინაციულმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ლიდერებმა ჩათვალეს, რომ რაღაცნაირად საფრთხე შეიძლებოდა ყოფილიყო ოპოზიციის კოორდინაცია და ეს არის სამწუხარო და შემდეგ „კოალიცია ცვლილებისთვის“ მისამართით რაღაც ზღაპრების მთელი ჯაჭვი იყო“, - განაცხადა თევზაძემ.
წამყვანის კითხვაზე, არსებობს თუ არა ოპოზიციური ალიანსი ისევ, თენგო თევზაძემ უპასუხა, რომ ოპოზიციური ალიანსი იმ შემადგენლობით, რომლითაც შეიქმნა არის დისფუნქციური.
„ოპოზიციური ალიანსი იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არის დისფუნქციური. ამ შემადგენლობით არ არსებობს, მაგრამ ოპოზიციის ალიანსში მყოფ პოლიტიკურ პარტიებთან გვაქვს ჩვენ აქტიური კოორდინაცია“, - განაცხადა თენგო თევზაძემ. წამყვანის კითხვაზე თუ როდის ჰქონდათ ბოლოს შეკრება, თევზაძემ უპასუხა, რომ პოლიტიკური პარტიების შეკრება 2 დღის წინ გაიმართა.
„ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შეკრება გქონდა ორი დღის წინ, პარტია „ახალის“ ოფისში“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.
წამყვანმა თევზაძეს, ასევე, მიმართა კითხვით - თუ ოპოზიციური ალიანსი დისფუნქციურია რა აზრი აქვს მაშინ იქ ყოფნას, რაზეც თევზაძემ უპასუხა, რომ პოლიტიკური პროცესების გაძლიერებისთვის არის ეს ყოველივე საჭირო.
„დისფუნქციური არის თავდაპირველი შემადგენლობით, ამიტომ ვახსენე, იმ თავდაპირველი შემადგენლობით ეს ასე არ ფუნქციონირებს, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ კოორდინაციის მნიშვნელობას და აუცილებლობას და ვფიქრობთ, რომ კოორდინაცია უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდეს მათ შორის იმ პროტესტის და პოლიტიკური პროცესის გაძლიერებისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა დაიწყოს“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.
1789624643
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: მიმდინარეობს რეგისტრაცია 30 სექტემბერს ჩანიშნული „სერტუსის“ ინგლისური ენის გამოცდისათვის
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, სამსახურის მაძიებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში, ინგლისური...
1789622859
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მეტი დეტალი თუ არის, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, იყო მესამე, მეოთხე, მეხუთე წერილი, რამე ნახეთ იმ წერილებში? ანუ, აბსურდთან გვაქვს საქმე
„არანაირ კავშირში არ არის, ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, სულ რაღაც ხდება და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოვლენა შეიძლება დაუკავშირო პოლიტიკოსის პოლიტიკიდან წასვლას“, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნე...
1789620569
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 17 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
17 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მ...
1789591788
საზოგადოებალევან მახაშვილი: ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი
ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევა...
1789590459
საზოგადოებალევან მახაშვილი მარტა კოსზე: მან წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან. ფაქტია, რომ გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს
„მან [მარტა კოსი] წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისარ მარტა კოსის იმ განცხადები...





























