მარიამ ქვრივიშვილი მსოფლიოს წამყვანი BPO კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოწვევით თბილისში იმყოფებიან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

მარიამ ქვრივიშვილმა სტუმრებს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკისა და ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განიხილა საქართველოში BPO სექტორის კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარების შესაძლებლობები. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, საქართველო ჩამოყალიბდა ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ ჰაბად ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით, შედეგად, ქვეყანაში ოპერირება დაიწყეს ინდუსტრიის ტოპ ხუთეულში შემავალმა კომპანიებმა, რომლებიც საქართველოდან ემსახურებიან წამყვან ბრენდებს, ათასობით ადამიანს ასაქმებენ და ქვეყანაში ნერგავენ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

„ჩვენი ამოცანაა როგორც ტრადიციულ, ასევე ახალ ბიზნესმიმართულებებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ერთ-ერთი დარგი, რომელიც, ფაქტობრივად, ნულიდან შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში, არის ე.წ. BPO სექტორი, ბიზნეს პროცესების ათსორსინგი, სადაც ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენ მოვახერხეთ გლობალური მოთამაშეების შემოყვანა - საუბარია რამდენიმე ათას ახალ სამუშაო ადგილზე და იმ მომსახურების ექსპორტზე, რომლებსაც ეს სექტორი ეწევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ანალოგიურია აიტი ტექნოლოგიების მიმართულებაც, სადაც ასევე სახელმწიფომ მოახერხა ათეულობით გლობალური მოთამაშის შემოყვანა და ათეულობით ათასი მაღალტექნოლოგიური, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნა.

„სწორედ ამ ფორმატში გაიმართა შეხვედრა BPO სექტორის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან - ისინი საქართველოში ეცნობიან იმ ბიზნესკლიმატს, იმ კონკრეტულ შეთავაზებას, რომლებსაც სახელმწიფო ამ დარგის მოწინავე მოთამაშეებს სთავაზობს მსოფლიოს მასშტაბით“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ასევე გაიმართა BPO სექტორის ლიდერების სამიტი, რომელშიც ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიების 20-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. სამიტის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა სტუმრებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო, ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობებსა და უპირატესობაზე, რასაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752086809

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი: ევროპას ფული გამოელია - გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ომს ეხება

უნგრეთი ევროკავშირის 2028-34 წლების ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს დახმარებას ითვალისწინებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბ...

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი

1752084841

სპორტი

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: ხვიჩა კვარაცხელია „მადრიდის რეალთან“ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში შეხვდება

დღეს, 9 ივლისს, 23 საათზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „მადრიდის რეალს“ დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. სასტარტო შემადგენლობები ცნობი...

ხვიჩა კვარაცხელია

1752082934

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: რასა იუკნევიჩიენე იმ ძალების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელთა მიზანია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და პოლიტიკური სიმშვიდის არევა

„რასა იუკნევიჩიენე ვერ იშლის ბოლშევიკურ გამოცდილებას. როგორც ბოლშევიკურ ტრადიციებს შეეფერება, ცდილობს, ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს, დეზინფორმაცია ამ ტყუილზე ააწყოს და ყველაფერი საქართველოზე თავდასხმი...

არჩილ გორდულაძე

1752080733

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მარიამ ქვრივიშვილმა მად...

მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

1752078848

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა. შეხვედრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს...

გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა