მარიამ ქვრივიშვილი: ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება

„ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელ პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრის შემდეგ, სადაც საუბარი შედგა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის პიტერ ანდრეოლისის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ მისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები გაგვეცნო. ის ასევე იმყოფებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე, სადაც ადგილზეც გაეცნო მიმდინარე პროგრესს და იმ გეგმებს, რაც სახელმწიფოს ამ პროექტის განვითარებასთან მიმართებით აქვს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ს დელეგაციას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან როლს შუა დერეფნის მარშრუტში, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ დარგს, მათ შორის როგორიცაა - ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სხვა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა დიდი სურვილი და დადებითი მოლოდინები ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის თაობაზე, რაც დადებითად აისახება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში არსებობს ზემოაღნიშნულ სექტორებში, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ პროექტებში, როგორიცაა - საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის, ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტები. რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1774538446

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარ...

პროკურატურა

1774536197

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: ვისაც გამოარჩევს სინოდი და ღმერთი როგორც ინებებს ის იქნება ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი

ვისაც გამოარჩევს სინოდი და ღმერთი როგორც ინებებს ის იქნება ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი. ეს არის ეკლესიის გადასაწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკლესია იყოს დამოუკიდებელი,- განაცხადა პარლამენტის...

გიორგი გაბუნია

1774535182

საზოგადოება

13 აპრილიდან საქართველო ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

2026 წლის 13 აპრილიდან, საქართველო გახდება ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, 25...

ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი

1774533915

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: უწმინდესი ამას პირდაპირ არ ამბობდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირი, ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობდა ეკლესიაზე და ძალიან რთული პერიოდი განვლო ეკლესიამ

მაშინ, როდესაც 2003 წლის ბოლოს საქართველოში მოხდა რევოლუცია და აგენტურა მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინდელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩათვალეს, რომ მთელი ქვეყანა მათი იყო და შეეძლოთ ნებისმიერი გადაწყვეტილები...

გიორგი გაბუნია

1774532261

მსოფლიო

ორბანი მოუწოდებს ზელენსკის დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი აგენტები უნგრეთიდან - „უნგრეთში არასდროს ჩატარებულა არჩევნები, რომელშიც ასე ღრმად ყოფილიყვნენ ჩარეულნი უცხოური დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, როგორც ახლა“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და მოუწოდებს, რომ თავისი აგენტები უნგრეთიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს. ორბანის თქმით, საპარლამენტო არჩევნების...

ორბანი ორბანი