გიორგი გაბუნია: უწმინდესი ამას პირდაპირ არ ამბობდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირი, ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობდა ეკლესიაზე და ძალიან რთული პერიოდი განვლო ეკლესიამ
მაშინ, როდესაც 2003 წლის ბოლოს საქართველოში მოხდა რევოლუცია და აგენტურა მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინდელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩათვალეს, რომ მთელი ქვეყანა მათი იყო და შეეძლოთ ნებისმიერი გადაწყვეტილების გატანა. სწორედ ამ პერიოდში პირველად მოუსინჯეს კბილი ეკლესიასაც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
მისივე თქმით, იმდროინდელი ხელისუფლების მხარდაჭერით „ენჯეო“ აგენტურა პირდაპირ ახორციელებდა შეტევებს ეკლესიაზე.
„უწმინდესის მაღალი დიპლომატიის და მაღალი აკადემიზმის რბილი განცხადებები და მისი სიფრთხილე გამოწვეული იყო, რომ ის ამას პირდაპირ არ ამბობდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირი, ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობდა ეკლესიაზე და ძალიან რთული პერიოდი განვლო ეკლესიამ.
ზუსტად ის ადამიანები და მათი გუნდის წევრები, რომლებიც დღეს აქტიურობენ, ფაქტია, რომ მათი განწყობა და დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ საზოგადოებისთვის ცნობილია. ჩათვალეს, რომ დღეს პატრიარქი არ ჰყავს ეკლესიას და შესაძლებელია, რომ ისევ იმავე რიტორიკით კბილი მოუსინჯონ ჩვენს ეკლესიას და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გარკვეული განცხადებებით უკვე დაწყებულია ეს კამპანია.
მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჩვენმა ეკლესიამ ძალიან ბევრ განსაცდელს გაუძლო და ყველა სიძნელე გადაიტანა, რომელიც მას განადგურებას უქადდა. არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს ერთიანობას და ჩვენს ეკლესიას მოერევა. ნებისმიერი ის მცდელობა, როდესაც მორალური პიედესტალიდან შეეცდება ნებისმიერი ადამიანი, რომ ჩირქი მოსცხოს ჩვენს ეკლესიას და ეცადოს დააზიანოს ჩვენი საზოგადოების ერთიანობა, ძალიან ცუდად დაუმთავრდება“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
1774530252
სპორტინატოს გენმდივანი: ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტები ხელახლა განისაზღვრა, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა წინ მიიწევს
ნატოს მოკავშირეებმა 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობების გარკვეულ ასპექტებს გადახედეს, თუმცა თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვის ძალებთან წინ მიიწევს, - აღნიშნუ...
1774528182
ახალი ამბებიგიგლა თამაზაშვილი: გადასახდელი თანხის დაახლოებით 80%-ს სახელმწიფო ფარავს
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების პროგრამა. ცვლილების მიზანია წყლის რესურსების უფრო რაციონალურად გამოყენებ...
1774527259
ახალი ამბებივარლამ ლიპარტელიანი თბილისის 124-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 124-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები და ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბა...
1774525738
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინ...
1774522763
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: თვალს ვადევნებთ ევროპის კონტინენტის რუსეთიზაციის უმძიმეს პროცესს, არა „რუსულ გადადებას“ ევროკავშირში და არა „რუსულ კანონს“ ბრიტანეთში
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. კერძოდ, ევროკომისიამ გადადო წინადადე...




























