ორბანი მოუწოდებს ზელენსკის დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი აგენტები უნგრეთიდან - „უნგრეთში არასდროს ჩატარებულა არჩევნები, რომელშიც ასე ღრმად ყოფილიყვნენ ჩარეულნი უცხოური დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, როგორც ახლა“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და მოუწოდებს, რომ თავისი აგენტები უნგრეთიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს.

ორბანის თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზელენსკიმ უნგრეთის ტერიტორია საკუთარი დაზვერვის სამსახურების საოპერაციო ველად აქცია.

ორბანის განცხადებით, უკრაინული დაზვერვა აქტიურად მუშაობს ოპოზიციური პარტია „ტისას“ დასახმარებლად, რათა 12 აპრილის არჩევნების შემდეგ უნგრეთში უკრაინის მხარდამჭერი მთავრობის მოსვლა უზრუნველყოს.

„მოვუწოდებ პრეზიდენტ ზელენსკის, დაუყოვნებლივ გაიწვიოს თავისი აგენტები სახლში და პატივი სცეს უნგრელი ხალხის ნებას. არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნგრეთი უკრაინის დაზვერვის სამსახურის საოპერაციო ველად აქცია. მან უნგრულ ოპოზიციასთან დაკავშირებული აგენტების აქტივაცია მოახდინა და ისინი მთელი ძალით მუშაობენ. უკრაინის ოპერატიული მუშაკები და სპეციალისტები პარტია „ტისაში“ ტრიალებენ. უნგრეთში არასდროს ჩატარებულა არჩევნები, რომელშიც ასე ღრმად ყოფილიყვნენ ჩარეულნი უცხოური დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, როგორც ახლა. ისინი მუშაობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ არჩევნების მეორე დღეს უნგრეთში პროუკრაინული მთავრობა ჩამოყალიბდება“, - განაცხადა ორბანმა ვიდეომიმართვის დროს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774528182

ახალი ამბები

გიგლა თამაზაშვილი: გადასახდელი თანხის დაახლოებით 80%-ს სახელმწიფო ფარავს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების პროგრამა. ცვლილების მიზანია წყლის რესურსების უფრო რაციონალურად გამოყენებ...

ა გიგლა თამაზაშვილ

1774527259

ახალი ამბები

ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 124-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 124-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები და ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბა...

ვარლამ ლიპარტელიანი

1774525738

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინ...

პროკურატურა

1774522763

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: თვალს ვადევნებთ ევროპის კონტინენტის რუსეთიზაციის უმძიმეს პროცესს, არა „რუსულ გადადებას“ ევროკავშირში და არა „რუსულ კანონს“ ბრიტანეთში

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. კერძოდ, ევროკომისიამ გადადო წინადადე...

ლევან მაჭავარიანი

1774521602

ახალი ამბები

კახა კალაძე: ციხეში არავის წასვლა მიხარია - ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა და გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ

„ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არიან ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნილები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარი...

კახა კალაძე