საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, ბრალდებულმა მეზობელს საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია მობილური ტელეფონი და კომპიუტერი, საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774535182

საზოგადოება

13 აპრილიდან საქართველო ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

2026 წლის 13 აპრილიდან, საქართველო გახდება ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, 25...

ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი

1774533915

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: უწმინდესი ამას პირდაპირ არ ამბობდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირი, ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობდა ეკლესიაზე და ძალიან რთული პერიოდი განვლო ეკლესიამ

მაშინ, როდესაც 2003 წლის ბოლოს საქართველოში მოხდა რევოლუცია და აგენტურა მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინდელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩათვალეს, რომ მთელი ქვეყანა მათი იყო და შეეძლოთ ნებისმიერი გადაწყვეტილები...

გიორგი გაბუნია

1774532261

მსოფლიო

ორბანი მოუწოდებს ზელენსკის დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი აგენტები უნგრეთიდან - „უნგრეთში არასდროს ჩატარებულა არჩევნები, რომელშიც ასე ღრმად ყოფილიყვნენ ჩარეულნი უცხოური დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, როგორც ახლა“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და მოუწოდებს, რომ თავისი აგენტები უნგრეთიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს. ორბანის თქმით, საპარლამენტო არჩევნების...

ორბანი ორბანი

1774532156

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს მეთაური ქალი პრეზიდენტია, მას ოფიციალურად წარმოადგენს მისი მეუღლე (ქმარი) სწორედ ამ სტანდარტულ და დამკვიდრებულ პრაქტიკას გულისხმობს საქართველოს პირველი ლედი

„საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებაზე, ყოველთვის მოქმედებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროტოკოლი. ამ ტიპის სამიტებზე ტრადიციულად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მეუღლეები. იმ შემთხვევაში, როცა სახე...

დავით ჩიხელიძე

1774530860

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7066 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7075 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარის კურსი