მარიამ ქვრივიშვილი: მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანსპორტო ქსელის გამტარუნარიანობას და გააძლიერებს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ საქართველო - სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით მიმდინარე მსხვილ პროექტებზე ისაუბრა.
„საქართველო მზარდ ტვირთბრუნვას პასუხობს მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების იმპლემენტაციით, მათ შორისაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის განვითარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობა. ეს პროექტები მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანსპორტო ქსელის გამტარუნარიანობას და გააძლიერებს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლს რეგიონში“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საქართველო - სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის სხდომა მარიამ ქვრივიშვილის და სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის იაგოდა ლაზარევიჩის თანათავმჯდომარეობით გაიმართა. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები არაერთი სექტორული მიმართულებით, მათ შორის აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის დარგებში არსებულ პოტენციალზე.
„ჩვენ მზად ვართ, გავაღრმავოთ დიალოგი, გავცვალოთ გამოცდილება ენერგეტიკული ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით და მხარი დავუჭიროთ სტაბილურ, გამჭვირვალე ენერგეტიკულ ჩარჩოს, ევროპული პრინციპების შესაბამისად. ამ პარტნიორობის გაძლიერება ხელს შეუწყობს უსაფრთხოების ამაღლებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციასა და ორივე ქვეყნის გრძელვადიან მდგრადობას. ამავე კონტექსტში, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის პირდაპირ დაკავშირებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან შავი ზღვის ფსკერზე გამავალი წყალქვეშა კაბელით. ამ პროექტის იმპლემენტაციის შედეგად, ევროპა შეძლებს დაუკავშირდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს, რაც პირდაპირ წვლილს შეიტანს ევროკავშირისა და კავკასიის რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1766403426
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, როგორც კი ჩნდება იმის შანსები, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს, მაშინვე ეს ე.წ. მსურველთა კოალიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა ისევ ომის რიტორიკა იყოს დღის წესრიგში
„საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, როგორც კი ჩნდება იმის შანსები, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს, მაშინვე ეს ე.წ. მსურველთა კოალიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა ისევ ომის რიტორიკა იყოს დღ...
1766400872
საზოგადოებაკახა კალაძე: როდესაც განსხვავებული შეხედულების გამო შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, ძალიან ცუდია - ყველა უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის მიმღებლობას
„როდესაც, წახალისების მიზნით, ოდიოზური ადამიანების დაფინანსება ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „თიბისი ბანკში“ერთ-ერთი აქტივისტის ნანა დიხამინჯიას მიერ ჩატა...
1766399773
საზოგადოებაკახა კალაძე „პროგრეს ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით: გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს - სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით
„საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით, ამიტომ, დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხ...
1766399621
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ტულსი გაბარდის განცხადებაზე: კარგია, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ვაშინგტონიდან და კარგია, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა, ყოფილა სრულიად გამართლებული
„მსოფლიოში არიან ძალები, რომელთაც სურთ არეულობა, ომი და ამ დიდ დაპირისპირებაში, მათ შორის, ჩვენ სახელმწიფოსაც ექმნებოდა და ექმნება საფრთხე“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭო...
1766398330
ახალი ამბებიკახა კალაძე: კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები უკრაინაში ომის დასრულებას ეწინააღმდეგებიან
თბილისის მერი მედიასთან ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის უფროსის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ნატოს და ევროკავშირს არ სურს უკრაინაში ომის შეჩერება. მისივე განმარტებით, მართლაც არსებობენ...



























