"მე არაფერში მჭირდება ტილიანი თანამდებობები საქართველოში" - მიხეილ სააკაშვილი

"მე არაფერში მჭირდება ტილიანი თანამდებობები საქართველოში, მაგრამ მე მჭირდება დიდი, განსაკუთრებული და არა ტილიანი საქართველო", – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი ბრალდების საქმეზე, რომელიც სქართველოს საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, პროცესი მიმდინარეობდა.

სააკაშვილის თქმით, ის „თანამდებობების ხამი“ არ არის.

"მინდა შეგახსენოთ, რომ შარშან ამ დროს მე წარმადგინეს უკრაინის ვიცე-პრემიერობაზე, რაზედაც 3-4 დღეში იმის გამო, რომ რაღაც კომპრომისებზე გვიწევდა წასვლა, ვთქვი უარი.

ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში მნიშნავდნენ მთავრობის თავმჯდომარედ.

მე არაფერში არ მჭირდება ტილიანი თანამდებობები საქართველოში, მაგრამ მე მჭირდება დიდი და განსაკუთრებული, არა ტილიანი საქართველო, არა გაუბედურებული, არა გაღარიბებული და არა მიწასთან გასწორებული

ჩემმა ჩამოსვლამ საქართველოში მოიტანა ის, რომ ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს", – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა, სადაც საათ-ნახევრის განმავლობაში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

ცნობისთვის, მსჯავდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა მისჯილი აქვს ორ საქმეზე: სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული, მათ შორის, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის - ე.წ. პიჯაკების საქმე და 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალის გადამეტებით დაშლის საქმეზე.

ამავე თემაზე:

🔳  ეს დარბაზი ჩემი აშენებულია, დროშა, რომელიც თქვენს უკან არის, ჩემი გაკეთებულია, ეს სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია, ეს აუდიტორიაც ჩემი გაკეთებულია, ეს გალიაც ჩემი აშენებულია - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

🔳  თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

🔳  დავავადდი მძიმე ნევროლოგიური დაავადებით, რომელიც ცხოვრებისეულ ფუნქციაში ხელს მიშლის - მიხეილ სააკაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791964815

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს

„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...

ლევან მაჭავარიანი

1791963135

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...

ზურაბ ქადაგიძე

1791962485

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს

მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...

მაკა ბოჭორიშვილი

1791960756

ახალი ამბები

საფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის

„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...

საფრანგეთის საელჩო

1791958715

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი

4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს. მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთა...

გია ვოლსკი