მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალციხის კლინიკიდან რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზა კვლავ გრძელდება.

თამარ გაბუნიას თქმით, პროფესიულმა საბჭომ კლინიკის მიმართ გასცა რეკომენდაცია, რომ ეთიკური, ასევე პროცედურული მხარის დარღვევა რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩენილიყო.

გაბუნია ამბობს, რომ როგორც ჩანს, ამ რეაგირებას უკავშირდება 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალციხის კლინიკიდან რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება.

„ახალციხის კლინიკა „იმედში“ მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი კოლეგა მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას, რაც ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების პირველივე კვირას მოხდა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გრძელდება ექსპერტიზა.

გასულ კვირას გაიმართა პროფესიული საბჭო, რომელმაც იმსჯელა იმ გამოვლენილ პროცედურულ დარღვევებზე, რომლებიც იქ დაფიქსირდა. გამოძიებამ ამის შესახებ დიდი ხნის წინ აცნობა საზოგადოებას. პროფესიული საბჭოს რეკომენდაცია ახალციხის კლინიკის მიმართ იყო, რომ ამ შემთხვევაში ეთიკური, ასევე პროცედურული მხარე, საქმის წარმოების მხარე დაირღვა, რაც მნიშვნელოვანია, რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

რა თქმა უნდა, პროფესიული საბჭოს უფლებამოსილებას სცილდება რომელიმე თანამშრომლის დანიშვნა ან გათავისუფლება, თუმცა აქცენტი გაკეთდა ეთიკური პრაქტიკის სერიოზულ დარღვევაზე და საბჭომ გასცა რეკომენდაცია სათანადო რეაგირების აუცილებლობის შესახებ. როგორც ჩანს, ეს რეაგირება იყო განხორციელებული ახალციხის კლინიკის მიმართ, დროებით, ვიდრე საბოლოოდ არ დადგინდება მიზეზები. ამის შემდეგ საბჭო კიდევ იმსჯელებს პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზე, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ დაისვა არაეთიკური და პროცედურული დარღვევების თემა, რამაც ვფიქრობ, გამოიწვია ის გადაწყვეტილება. გათავისუფლება დროებითი ხელშეკრულების შეჩერებაა თუ რაიმე სხვა პირობა უდევს საფუძვლად, ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა საბჭოს რეკომენდაცია ეს ნამდვილად იყო. ამ შემთხვევაში საუბარი შეეხებოდა იმ ექიმებს, ვინც კონკრეტულად იყვნენ ჩართული იმ პროცესებში. შესაძლოა, იყო ორი ან სამი კოლეგა, ნაწილი იქ უკვე აღარ მუშაობდა. არაეთიკურად ჩაითვალა საკითხი, რომ მიუხედავად ფაქტისა, ვინც იყო დარჩენილი კლინიკაში, რეაგირების გარეშე განაგრძობდნენ პროფესიულ საქმიანობას. ვფიქრობ, ასეთი ორი შემთხვევა იყო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალციხის კლინიკა "იმედის" ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. 18 მარტს, ახალგაზრდა ექთანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, ის ახალციხიდან თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766041316

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყურო, დისკუსიის ნაცვლად - ზიზღი, ფაქტების ნაცვლად - ტყუილის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას ეხმაურება. როგორც პაპუაშვილი წერს, ეს აღარ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები არია...

შალვა პაპუაშვილი

1766040186

ახალი ამბები

„ბრალდებული მარნეულში ერთ-ერთ რესტორანში, ფიზიკურად გაუსწორდა თანმხლებ პირს, რომელსაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და მიიმალა“ - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის...

 დააკავეს.

1766038942

ახალი ამბები

სერბეთში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტ...

სერბეთში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

1766038563

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი - აბსურდის პირველი ღერძი, რაშიც ევროჩინოსნებმა თვითონ ჩაიგდეს თავი და ცდილობენ, საქართველოც შეიყვანონ, არის ის, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს აღარ ესადაგება მათი პოლიტიკა

„აბსურდის პირველი ღერძი, რაშიც ევროჩინოსნებმა თვითონაც ჩაიგდეს თავი და ცდილობენ, საქართველოც შეიყვანონ, არის ის, რომ პრაქტიკულად, დემოკრატიულ ღირებულებებს აღარ ესადაგება მათი პოლიტიკა და სხვათა შორის,...

დავით მათიკაშვილი

1766005045

საზოგადოება

თეა წულუკიანი: ამ ხელისუფლებას დიახ, მიჰყავს საქართველო ევროპისკენ, მაგრამ არა საკუთარი ეროვნული ინტერესის და ეროვნული ღირებულებების ხარჯზე

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაგალითად უვიზო რეჟიმის შეზღუდვა და მიუღებლის იარლიყის მოწებება შეეხოს მაგალითად პარლამენტის ვიცე-სპიკერს თუ რომელიღაც მინისტრს, მაგრამ არ შეეხოს ჩემს რომელიღაც მეზობელს, რო...

მინისტრი