მეუფე საბა: პატრიარქის დაკრძალვის დღე ქართველი ერის რწმენაში გამოცდის და რაღაც, განსაკუთრებული მოწამებრივი დღე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, რომ იმ დღეს ასი ათასზე მეტი მოწამე იქნებოდა საქართველოში, რადგან ყველა იყო ანთებული
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე გავიდა - მღვდელმთავრებმა „იმედის კვირასთან“ კიდევ ერთხელ გაიხსენეს უწმინდესის მოღვაწეობა და ისაუბრეს მის მიერ აღსრულებულ საქმეებზე.
„ღვთის მადლით და შეწევნით აღესრულა მეორმოცე დღე, რაც განისვენა მისმა უწმინდესობამ. მთელი ეს ორმოცი დღე იყო მსახურების და ლოცვის“, - განაცხადა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.
„ამ დღის მსახურება კიდევ ერთხელ არის იმის მოწმობა, რომ რაც მან გვითხრა მსგავსად წმინდა მამებისა, სიყვარულით და ღვთისმიერი მშვიდობით, არაფერია დაუძლეველი და ყოველთვის გავიმარჯვებთ ჩვენ“, - აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა პატრიარქის გარდაცვალების მე-40 დღესთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში შესრულებული მსახურების შესახებ.
„ბევრჯერ მიფიქრია, თუ როგორები იყვნენ ასი ათასი მოწამე ქართველი, იმაზეც მიფიქრია, რომ ჰქონდათ კი ყველას ისეთი ღრმა სარწმუნოება, რომ უშიშრად წავიდნენ ამ მოწამეობაზე, თუ ერთი მეორეს აძლიერებდა. ამ მდგომარეობამ ამ კითხვას რაღაცნაირად პასუხი გასცა - დაკრძალვის დღე რომ ყოფილიყო ქართველი ერის რწმენაში გამოცდის დღე და რაღაც განსაკუთრებული მოწამებრივი დღე, დარწმუნებული ვარ, რომ იმ დღეს ასი ათასზე მეტი მოწამე იქნებოდა საქართველოში, რადგან ყველა იყო ანთებული“, - განაცხადა ხონის და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ.
„პატრიარქი არის ახალი განმანათლებელი ქართველების. ანდრია მოციქულის და წმინდა ნინოს შემდეგ ასე არავის უღვაწია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეეწევა ზეციდან საქართველოს“, - აღნიშნა სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა.
1777225372
საზოგადოებალევან მაჭავარიანი სუსის მუშაობაზე: ჩვენ ვიხილეთ თუ როგორი ეფექტური მუშაობა იყო ტერორიზმის წინააღმდეგ. ფაქტობრივად, რამდენიმე მსხვილი „ქეისი“ ვნახეთ, სადაც შეიძლებოდა ქვეყანა ძალიან დაზიანებულიყო
ინსტიტუციური გაძლიერებისთვის განხორციელებულ ცვლილებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობაზე ისაუბრა „იმედის კვირასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავა...
1777223238
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: ჰერჩინსკის და მის პატრონებს უნდათ ზუსტად, რომ დაგვაბრუნონ ბნელ წარსულში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელი წარსული, ეს არის ზუსტად, იქ დაბრუნება არ უნდა ხალხს
ჰერჩინსკის და მის პატრონებს უნდათ ზუსტად, რომ დაგვაბრუნონ ბნელ წარსულში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელი წარსული, - განუცხადა „იმედის კვირას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭ...
1777222343
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: არ არჩეული ბიუროკრატია არ არის ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები. ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები არის ის, რაზედაც იდგა თავის დროზე ევროპა
ბოლო წლებია თავხედურად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, ყოველგვარი დიპლომატიის, მორალის ჩარჩოს გარეთ მოქმედებენ და ღიად, თავხედურად არიან გამოსული თავიანთი უკვე გამოცდილი, ხელდასხმული, ე...
1777218641
მსოფლიოემანუელ მაკრონი: დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს
საფრანგეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, ის სულ მხარდაჭერას უცხადებს დონალდ ტრამპს. „შეიარაღებული თავდასხმა, რომლის სამიზნ...
1777215755
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძეზე: უმჯობესია, რომ კონკრეტული ადამიანი იყოს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს, რომ ერთ სისტემად იზრუნონ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზე
„სამთავრობო ცვლილებები მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე...


























