ლევან მაჭავარიანი სუსის მუშაობაზე: ჩვენ ვიხილეთ თუ როგორი ეფექტური მუშაობა იყო ტერორიზმის წინააღმდეგ. ფაქტობრივად, რამდენიმე მსხვილი „ქეისი“ ვნახეთ, სადაც შეიძლებოდა ქვეყანა ძალიან დაზიანებულიყო

ინსტიტუციური გაძლიერებისთვის განხორციელებულ ცვლილებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობაზე ისაუბრა „იმედის კვირასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას ვიხილეთ თუ როგორი ეფექტური მუშაობა იყო ტერორიზმის წინააღმდეგ.

„ფაქტობრივად, რამდენიმე მსხვილი ქეისი ვნახეთ, სადაც შეიძლებოდა ქვეყანა ძალიან დაზიანებულიყო, როდესაც იგივე ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანა და გატარება ხდებოდა საქართველოდან. როდესაც შეიარაღება აღმოაჩინეს სამალავებში თბილისთან მიმდებარე ტერიტორიაზე“, - აღნიშნა მან.

ლევან მაჭავარიანმა ასევე შეაფასა გეკა გელაძის მუშაობა.

„გეკა გელაძეზე შემიძლია ვთქვა, რომ ერთი წელიც არ იყო იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე და ასევე ყველას დაგვანახა თუ როგორ არის შესაძლებელი ძალიან ეფექტური ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, სხვადასხვა დანაშაულის წინააღმდეგ. მანაც, ფაქტობრივად ახალ სიმაღლეზე აიყვანა ეს უწყება და რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანი არ რჩება იმასთან დაკავშირებით, რომ გეკა გელაძე ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს“, - განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში საკადრო გადაადგილების შესახებ 21 აპრილს აცნობა.

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777215755

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძეზე: უმჯობესია, რომ კონკრეტული ადამიანი იყოს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს, რომ ერთ სისტემად იზრუნონ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზე

„სამთავრობო ცვლილებები მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე...

არჩილ გორდულაძ

1777213871

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი, უსაფრთხოდ არიან

უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელს X-ში. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, მოხარულია, რომ პრეზიდენტი...

ირაკლი კობახიძე

1777213776

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებუ...

პოლიცია პოლიცია

1777213339

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას. ამ ტიპის თავდასხმები არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიულ წესრიგსა და საზოგადოებრივ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს

კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ში. როგორც იგი აღნიშნავს, ამ ტიპის თავდასხმები არა მ...

მიხეილ ყაველაშვილი

1777211898

საზოგადოება

მეუფე შიო: მენელსაცხებლე დედების სახით დღეს ეკლესია განადიდებს ყველა ქალს, ვინც ქრისტეს მსახურების ღვაწლით პასუხს სცემს ქალის დიდ მოწოდებას და ღირსებას, ადასტურებს ამ ღირსებას

მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა...

მეუფე შიო მეუფე შიო