გურამ მაჭარაშვილი: ჰერჩინსკის და მის პატრონებს უნდათ ზუსტად, რომ დაგვაბრუნონ ბნელ წარსულში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელი წარსული, ეს არის ზუსტად, იქ დაბრუნება არ უნდა ხალხს
ჰერჩინსკის და მის პატრონებს უნდათ ზუსტად, რომ დაგვაბრუნონ ბნელ წარსულში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელი წარსული, - განუცხადა „იმედის კვირას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის თქმით, ხალხს იქ დაბრუნება არ უნდა.
„ჰერჩინსკის და მის პატრონებს უნდათ ზუსტად, რომ დაგვაბრუნონ ბნელ წარსულში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელი წარსული. ეს არის ზუსტად, ხალხს იქ დაბრუნება არ უნდა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეგზარქოსი პავლეს მიერ ქართველი ერის დაწყევლის ფაქტი. მან რუსულ ენაზე დაწყევლა ქართველი ხალხი და ახლა ჰერჩინსკი ინგლისურ ენაზე აყენებს შეურაცხყოფას ქართველებს. რაც ჰქონდა დღის წესრიგში ევრობიუროკრატიას, ახლა უკვე საჯაროდ ავლენენ ამ ზიზღს ქართველი ხალხის მიმართ.
როდესაც შენ ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებ იმით, რომ 27 ელჩი მოგყავს იუსტიციის მინისტრთან და ვითომ სააკაშვილი კვდება, დემარშს აკეთებ, ბოდიში მოიხადა? არამცთუ არ მოკვდა სააკაშვილი, არამედ მსოფლიო პოლიტიკას განაგებს მისი აზრით. მშვენივრად გამოიყურება. მოიხადა ბოდიში? არ მოიხადა. როდესაც მან თქვა, საქართველო აჩერებს ევროინტეგრაციის გზასო, როდესაც თავად რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ეს განცხადება გაკეთებული, მოიხადა ამასთან დაკავშირებით ბოდიში? არ მოიხადა.
ვერ შედგა და ვერც შედგება ვერასდროს „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში ახალი ქართველის გამოყვანასთან დაკავშირებით. უბრალოდ ახლა ჩვეულებრივ რეჟიმში არიან, როდესაც ცდილობენ ტალახი ესროლონ ქართულ საზოგადოებას “, - აღნიშნა მან.
ევროკავშირის ელჩისგან, მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, კითხვებზე პასუხებს ელოდება ხელისუფლება, სწორედ ამ მოტივითაა დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკი.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
1777213871
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი, უსაფრთხოდ არიან
უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელს X-ში. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, მოხარულია, რომ პრეზიდენტი...
1777213776
ახალი ამბებიმცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებუ...
1777213339
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას. ამ ტიპის თავდასხმები არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიულ წესრიგსა და საზოგადოებრივ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს
კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ში. როგორც იგი აღნიშნავს, ამ ტიპის თავდასხმები არა მ...
1777211898
საზოგადოებამეუფე შიო: მენელსაცხებლე დედების სახით დღეს ეკლესია განადიდებს ყველა ქალს, ვინც ქრისტეს მსახურების ღვაწლით პასუხს სცემს ქალის დიდ მოწოდებას და ღირსებას, ადასტურებს ამ ღირსებას
მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა...
1777209517
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი მსოფლიოს ისევ კატასტროფის ზღვარზე აყენებს
„რუსეთი მსოფლიოს ისევ კატასტროფის ზღვარზე აყენებს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში და ირანული „შაჰედების“ გამოყენებით რუსულ აგრესიას ჩერნობილის ტრაგედიის გამეორების საფრთხედ აფასებს. განცხა...



























