ნინო წილოსანი: ვნახეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლა ისე იყო გააქტიურებული, როგორც შეიძლება, არასდროს, ეს თავისთავად აისახა კონკრეტულ მაჩვენებლებში

ვნახეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლა ისე იყო გააქტიურებული, როგორც შეიძლება, არასდროს, ეს თავისთავად აისახა კონკრეტულ მაჩვენებლებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა ინსტიტუციური გაძლიერებისთვის განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები გაზრდილ სტატისტიკას არასწორი ინტერპრეტაციით აჟღერებენ.

„ჩვენი მოწინააღმდეგეები ამ გაზრდილ სტატისტიკას სრულიად არასწორად თარგმნიან. რა თქმა უნდა, როდესაც გამოცხადებული გაქვს შეუპოვარი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, გამოვლენილი ფაქტების რაოდენობა ბუნებრივად იზრდება, თუმცა სწორედ ამ გამოვლენილ ფაქტებს მოჰყვება ის, რომ სერიოზული პრევენციის ეფექტი აქვს და უკვე ყველამ იცის, რომ კორუფციის არანაირი შემთხვევა არ იქნება შეწყალებული“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის ვიცე სპიკერმა ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრად სულხან თამაზაშვილის დანიშვნაზეც.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი და გუნდის ყველა წევრი მიესალმება სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას მინისტრის პოზიციაზე. ის არის გამოცდილი მუშაკი, რომელიც ათწლეულებია, მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მას აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია, ის უყვართ მის ყოფილ თანაგუნდელებს და რა თქმა უნდა, მოხარულები იქნებიან მისი დაბრუნებით“, - განმარტა ნინო წილოსანმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში საკადრო გადაადგილების შესახებ 21 აპრილს აცნობა.

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777222343

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: არ არჩეული ბიუროკრატია არ არის ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები. ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები არის ის, რაზედაც იდგა თავის დროზე ევროპა

ბოლო წლებია თავხედურად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, ყოველგვარი დიპლომატიის, მორალის ჩარჩოს გარეთ მოქმედებენ და ღიად, თავხედურად არიან გამოსული თავიანთი უკვე გამოცდილი, ხელდასხმული, ე...

ირაკლი კირცხალია

1777218641

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს

საფრანგეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, ის სულ მხარდაჭერას უცხადებს დონალდ ტრამპს. „შეიარაღებული თავდასხმა, რომლის სამიზნ...

ემანუელ მაკრონი

1777215755

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძეზე: უმჯობესია, რომ კონკრეტული ადამიანი იყოს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს, რომ ერთ სისტემად იზრუნონ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზე

„სამთავრობო ცვლილებები მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე...

არჩილ გორდულაძ

1777213871

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი, უსაფრთხოდ არიან

უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელს X-ში. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, მოხარულია, რომ პრეზიდენტი...

ირაკლი კობახიძე

1777213776

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებუ...

პოლიცია პოლიცია