მეუფე შიო: დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს, ურთიერთსიძულვილით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ

დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ. ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე.
როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, წლევანდელი სვეტიცხოვლობა წინ უძღვის შესანიშნავ თარიღს – 2026 წელს სრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან.
მისი თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა მოამზადოს საიუბილეო დღეების აღნიშვნა.
მიტროპოლიტმა ქართველი ერისადმი სპეციალური კომისიის მიერ მომზადებული მიმართვა წაიკითხა.
„სრულიად საქართველოს მოსახლეობისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისადმი. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, 2026 წელს შესრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. განვლილი 17 საუკუნის განმავლობაში დიდი ისტორიის მქონე ქართველი ერი, ქრისტიანობამ სულიერი სრულყოფის გზას, ჭეშმარიტებას და ცხოვრებას, ქრისტეს აზიარა. ქრისტიანობამ მოგვმადლა შესაძლებლობა ცხონებისა, გაღმრთობისა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებისა. საქართველოში მართლმადიდებლობის ისტორია ქართველი ერის სულიერი ისტორიაა. ერის მიერ სარწმუნოების ამგვარი შედეგია უაღრესად მყარი საფუძველი, რაც არსობრივად ვლინდება სარწმუნოებრივი ცნობიერების და ეროვნული იდენტობის განუყოფლობაში“, – ნათქვამია კომისიის მიმართვაში.
სპეციალური კომისიის მიმართვის მიხედვით, საქართველოში ქრისტიანობის რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავის აღნიშვნა, ღვთისადმი მადლიერებასთან ერთად, ქვეყნის 2000-წლოვანი ქრისტიანული ისტორიის გახსენებაა.
1760457419
საზოგადოებაელინა ვალტონენი: ფინეთს ძალიან გაუხარდება, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება კრიტერიუმების საფუძველზე, ქვეყანა იმსახურებს ინკლუზიურ პროცესს გადაწყვეტილების მიღების პროცესში
ნებისმიერ რეფორმას, რომელიც წევრობისთვის არის საჭირო და კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვებათ, აღვიქვამთ, როგორც დიდ ფასეულობას ევროკავშირის წევრობისკენ. პროცესი წევრობით თუ არ დასრულდება, რა თქმა უნდა, ეს ქვ...
1760457319
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს: თქვენ მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს და პირადად ნახავთ, რამდენად ხილულია ის საფრთხეები, რაზედაც საქართველოს ხელისუფლება საუბრობს
არსებულ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, საქართველოსთვის ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეუთო-ს თავმჯდომარეობის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუ...
1760456369
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ეუთოს ფარგლებში
ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური, ეუთოს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნ...
1760454111
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ნაკრებს თურქეთში შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთშია. ის საქართველოს ნაკრების თამაშს შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს. პრეზიდენტს სტამბოლის აეროპორტში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის...
1760451687
საზოგადოებამარიამ ლაშხი: მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში
მიღწევებით ვბრუნდებით. სხვა კატეგორიაში გადაინაცვლა საქართველოს წარმომადგენლობამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ...